სურდო

სიმპტომის აღწერა

სურდო არის ცხვირის ღრუდან ჭარბი გამონადენი, წარმოქმნილი ცხვირში ადგილობრივი და ახლომდებარე ქსოვილებისა და სისხლძარღვების მიერ. გამონადენი შეიძლება იყოს გამჭირვალე, თხიერიდან დაწყებული სქელი, ლორწოვანით დამთავრებული. სურდო შეიძლება გამოვიდეს ცხვირიდან, ჩავიდეს ყელის უკანა ნაწილში ან ორივე ერთად.

ტერმინები რინორეა და რინიტი ხშირად გამოიყენება სურდოს აღსანიშნავად. უფრო ზუსტად თუ ვიმსჯელებთ, რინორეა გულისხმობს თხელ, შედარებით გამჭვირვალე გამონადენს ცხვირიდან. რინიტი გულისხმობს ცხვირის ქსოვილების ანთებას მრავლობითი მიზეზების გამო, რომელიც ვლინდება სურდოთი.

სურდოს ხანდახან თან ერთვის ცხვირში გაჭედვა.

გამომწვევი მიზეზი

სურდო შეიძლება გამოიწვიოს ყველაფერმა, რაც აღიზიანებს ან იწვევს ანთებას ცხვირის ქსოვილებში. ინფექციებს (გაციება,გრიპი), ალერგიებს და მრავალ გამღიზიანებელს შეუძლია გამოიწვიოს სურდო. ზოგ ადამიანს უმიზეზოდ აქვს ქრონიკული სურდო. ამ მდგომარეობას ეწოდება არაალერგიული რინიტი ან ვაზომოტორული რინიტი.

უფრო იშვიათად, სურდო შეიძლება გამოიწვიოს პოლიპებმა, უცხო სხეულმა, სიმსივნემ ან შაკიკის მსგავსმა თავის ტკივილმა.

სურდოს მიზეზებია:

  1. მწვავე სინუსიტი
  2. კაშკაშა სინათლე
  3. ქრონიკული სინუსიტი
  4. ჩურგ-შტრაუსის სინდრომი
  5. განმეორებითი, ძლიერი თავის ტკივილი თვალის გარშემო ცალ მხარეს
  6. დაბალი ტემპერატურა
  7. გაციება
  8. ცხვირში გამხსნელი სპრეის ჭარბი გამოყენება
  9. გამრუდებული ძგიდე
  10. ნარკოტიკების მოხმარება
  11. მშრალი ჰაერი
  12. მტვერზე ალერგია
  13. საკვებისმიერი ალერგია
  14. ალერგია
  15. ჰორმონული ცვლილები
  16. გრიპი
  17. ალერგია ლატექსზე
  18. გაჭედილი საგანი
  19. წამლები
  20. რძეზე ალერგია
  21. ობზე ალერგია
  22. ცხვირში პოლიპები
  23. არაალერგიული რინიტი
  24. საყოფაცხოვრებო ასთმა
  25. სხვა ინფექციები
  26. მიწის თხილზე ალერგია
  27. სუნამო
  28. შინაურ ცხოველზე ალერგია
  29. ორსულობა
  30. რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი
  31. მოლუსკზე ალერგია
  32. სოიოზე ალერგია
  33. ცხარე საკვები
  34. ზურგის ტვინის სითხის გაჟონვა
  35. თამბაქოს მოხმარება
  36. ვეგენერის გრანულომატოზი
  37. ხორბალზე ალერგია

როდის მივმართოთ ექიმს

სურდო შეიძლება იყოს არაკომფორტული, მაგრამ ის თავის ალაგდება. სურდო და გაჭედილი ცხვირი უმეტესად მხოლოდ დისკომფორტია, მაგრამ იგი შეიძლება იყოს ნიშანი უფრო სერიოზული პრობლემისა. ბავშვებში სურდო უფრო სერიოზული პრობლემაა.

დაურეკეთ ექიმს. თუ:

  • სიმპტომები გრძელდება 10 დღეზე მეტ ხანს
  • მაღალი სიცხე გაქვთ, განსაკუთრებით 3 დღეზე მეტ ხანს თუ გრძელდება
  • ცხვირიდან გამონადენი არის მწვანე და თან ერთვის სინუსების ტკივილი და ცხელება. ეს შეიძლება იყოს ბაქტერიული ინფექციის ნიშანი.
  • გაქვთ ასთმა ან ემფიზემა ან იღებთ იმუნოსუპრესორულ პრეპარატებს.
  • თავის ტრავმის შემდეგ ცხვირიდან გამონადენი არის სისხლიანი ან ხშირი და გამჭირვალე

დაურეკეთ პედიატრს, თუ:

  • თქვენი შვილის ასაკი 2 თვეზე ნაკლებია და სიცხე აქვს.
  • თქვენი შვილის სურდო ან ცხვირში გაჭედვა ხელს უშლის ძუძუთი კვებას ან სუნთქვას.

მკურნალობა სახლის პირობებში:
სანამ ექიმს ეწვევით, სცადეთ ეს ნაბიჯები სიმპტომების შესამსუბუქებლად.

  • შესუნთქვა და ჩაყლაპვა ან დინჯად ცხვირის მოხოცვა
  • თუ სურდო ხანგრძლივია, თხიერია და თან ერთვის ცემინება, ფხანვა ან ცრემლიანი თვალები, თქვენი სიმპტომები შეიძლება ალერგიული იყოს. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი. ყურადღება მიადევნეთ შეფუთვაზე გამოყენების ინსტრუქციებს.
  • ჩვილებში და პატარა ბავშვებში, გამოიყენეთ ოყნა რათა ნაზად მოაშოროთ ნებისმიერი გამონადენი.

ყელის უკანა კედელზე ჭარბი ლორწოს დაგროვების თავიდან ასარიდებლად:

  • თავი აარიდეთ გამღიზიანებლებს, როგორებიცაა თამბაქოს ბოლი და ტემპერატურის სწრაფი ცვლილება
  • მიიღეთ წყალი დიდი რაოდენობით
  • იხმარეთ დამატენიანებელი
  • გამოიყენეთ ცხვირში მარილიანი სავლები ან სპრეიები.