თავის ტვინის დაზიანებები

სიმპტომის აღწერა

თავის ტვინის დაზიანება არის შესაბამის დიაგნოსტიკურ ტესტებში (მაგნეტო–რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია) გამოვლენილი პათოლოგიური ცვლილება. დაზიანებები ამ დიაგნოსტიკური კვლევების დროს ვიზუალიზდება მუქ ან ფერდაკარგულ ლაქებად, რომლებიც არ გავს ტვინის ნორმალურ ქსოვილს.

ძირითადად, თავის ტვინის დაზიანება შემთხვევითი აღმოჩენაა და არ იწვევს იმ სიმპტომსა თუ მდგომარეობას რის გამოც დიაგნოსტიკური კვლევა ჩატარდა.

დაზიანება შესაძლოა მოიცავდეს დიდ ან მცირე არეს, პაციენტის მდგომარეობაზე კი ზოგჯერ უმნიშვნელო, ზოგჯერ კი სიცოცხლისათვის საშიში გავლენა აქვს.

გამომწვევი მიზეზი

 

ხშირად, ტვინის დაზიანება იმდენად სპეციფიკური ფორმისაა, რომ ექიმს საშუალება აქვს დაადგინოს მისი გამომწვევი მიზეზი. ზოგჯერ კი ერთი კვლევა არ არის საკმარისი და დამატებითი ტესტებიც გამოიყენება.

თავის ტვინის დაზიანებების შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  1. ტვინის ანევრიზმა
  2. არტერია–ვენური მალფორმაცია, პათოლოგიური კავშირი ტვინის სისხლძარღვებს შორის
  3. (სიმსივნური და არასიმსივნური)
  4. ენცეფალიტი
  5. ჰიდროცეფალია (თანდაყოლილი პათოლოგია)
  6. მრავლობითი სკლეროზი
  7. თავის ტვინის ტრავმული დაზიანება

როცა თავის ტვინის ტრავმა იწვევს ტვინის შერყევას და ხილულ დაზიანებას ერთდროულად, უნდა ვიცოდეთ, რომ შერყევა იგივე არაა, რაც დაზიანება. შერყევის დროს ტომოგრაფიაზე ძირითადად არანაირი ვიზუალური ნიშანი არ აისახება და მისი დიაგნოსტიკა მხოლოდ კლინიკური სიმპტომებით შემოიფარგლება.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თავის ტვინის დაზიანება, რომელიც გამოვლინდა კვლევის დროს, იწვევს ეჭვს სიმსივნურ წარმოშობაზე ან სხვა მდგომარეობაზე, თქვენი ექიმი ჩაგიტარებთ დამატებით კვლევას ან მიხვალთ შესაბამის სპეციალისტთან.

თქვენმა ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ ნევროლოგიური ტესტები და კონსულტაცია ნევროლოგთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნევროლოგიური გამოკვლევა უშედეგოა, ექიმმა შეიძლება დაგიბაროთ საკონტროლო კვლევებზე რეგულარული ინტერვალებით, რათა დააკვირდეს დაზიანების განვითარებას.