თეძოს, ბარძაყის ტკივილი

სიმპტომის აღწერა

ბარძაყის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა, რაც შეიძლება ბევრმა მდგოამრეობამ გამოიწვიოს. ბარძაყის ტკივილის ზუსტი მდებარეობის აღმოჩენამ დიაგნოსტიკური თვალსაზრისით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს.

ბარძაყის სახსრის პრობლემებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ბარძაყის შიდა მხარეს ან საზარდულის არეში. ბარძაყის ტკივილი გარეთა მხარეს, მაგალითად თეძოს ზედა ნაწილში ან დუნდულებზე გამოწვეულია იმ კუნთების, მყესების, იოგების და სხვა რბილი ქსოვილების გამო რაც გარს აკრავს ბარძაყის სახსარს.

ბარძაყის ტკივილს ზოგჯერ სხეულის სხვა მიდამოებში, მაგალითად წელის ქვედა ნაწილში ან მუხლებში არსებული პრობლემები იწვევს. ასეთ ტკივილს გადაცემითი ტკივილი ეწოდება. ბარძაყის ტკივილის კონტროლი უმეტეს შემთხვევაში სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი

გამომწვევი მიზეზი

ბარძაყის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს ართრიტებით, ტრავმებით ან რაიმე სხვა დაავადებით.

ართრიტები

  1. რევმატოიდული ართრიტი ახალგაზრდებში
  2. ოსტეოართრიტი
  3. ფსორიატული ართრიტი
  4. რეუმატოიდული ართრიტი
  5. სეპტიური ართრიტი

ტრავმები

  1. ბურსიტი
  2. დისლოკაცია
  3. ბარძაყის ძვლის მოტეხილობა
  4. ბარძაყის რბილი ქსოვილების გახევა
  5. საზარდულის თიაქარი
  6. დაჭიმვა ან დაძაბვა
  7. ტენდინიტი

დაზიანებული ნერვები

  1. დისკის თიაქარი
  2. მერალგია პარესთეტიკა
  3. საკროილიიტი
  4. თეძოს ნერვის ანთება
  5. სპინალური სტენოზი

სიმსივნე

  1. შორს წასული კიბო (მეტასტაზები) რომელიც ვრცელდება ძვლებზე
  2. ძვლის კიბო
  3. ლეიკემია

სხვა მიზეზები:

  1. ავასკულური ნეკროზი
  2. ლეგ-კალვე-პერტესის დაავადება
  3. ოსტეომიელიტი
  4. ოსტეოპოროზი
  5. რაქიტი
  6. სინოვიტი

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ბარძაყის ტკივილი მცირეა, აუციებელი არ არის მიმართოთ ექიმს. როგორ მოვიქცეთ სახლის პირობებში:

  • მსუბუქი ვარჯიშები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ვარჯიშმა შესაძლოა შეგვიქმნას დისკომფორტი, ხშირ შემთხვევაში ეს მდგომარეობას აუმჯობესებს.
  • წონის კლება. 5-10 გირვანქის (2.25-4.5 კილოგრამის) დაკლება მნიშვნელოვნად შეამცირებს ტკივილს და დისკომფორტს
  • დაისვენეთ. მოერიდეთ ბარძაყის ხშირად მოხრას და სიმძიმეებს რაც პირდაპირ აწვება თქენს ბარძაყს. შეეცადეთ არ დაიძინოთ მტკივან მხარეს და მოერიდეთ ხანგრძლივ ჯდომას.
  • ტკივილის მომხსნელები. ტკივილის მომხსნელები როგორებიცაა აცეტამინოფენი (ტილენოლი, სხვები) , იბუპროფენი(ადვილი(წამლის სახელი),მოტრინი, სხვები) და ნატრიუმის ნაპროქსენი (ალევი) შეამსუბუქებენ თქვენს ტკივილს
  • ყინვა და სიცხე. ჩაყარეთ ყინულის კუბიკები ჩანთაში ან გაახვიეთ გაყინული ბოსტნეული პირსახოცში და დაიდეთ ბარძაყზე. ცხელ აბაზანას შეუძლია თქვენი კუნთები მოამზადოს შემდგომი ვარჯიშებისთვის.

თუ სახლის პირობებში მკურნალობის შემდეგ ვერ გრძნობთ გაუმჯობესებას, დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება
აუცილებლად სთხოვეთ ვინმეს რომ მიგიყვანოთ ურგენტულ ან საგანგებო განყოფილებაში თუ თქვენ ტრავმის შედეგად დაგიზიანდათ ბარძაყის ძვალი და მას ტკივილთან ერთად თან ახლავს:

  • სახსარი არის დეფორმირებული
  • ვერ ამოძრავებთ ფეხს ან ბარძაყს
  • ვერ წევთ სიმძიმეს დაზიანებული ფეხის მხარეს
  • ინტენსიური ტკივილი
  • უცაბედი შესიება