ტკივილი ანალურ არეში

სიმპტომის აღწერა

ანალური ტკივილი– ტკივილი ანალური ხვრელის შიგნით ან გარშემო და სწორი ნაწლავის ტკივილი (პერიანალური რეგიონი), საკმაოდ ხშირი ჩივილია. მისი გამომწვევი თითქმის ყველა მიზეზი უმნიშვნელოა, თუმცა ტკივილი შესაძლოა ძლიერი იყოს, რადგან პერიანალურ რეგიონში მრავლად გვხვდება ნერვული დაბოლოებები.

ანალური ტკივილის გამომწვევ მდგომარეობებს ხშირად თან ახლავს სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, რომელიც საშიში არ არის, თუმცა იწვევს დისკომფორტსა და შიშს პაციენტებში.

ანალური ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენა ძირითადად მარტივია. მკურნალობა შედგება ტკივილგამაყუჩებლებისა და თბილი აბაზანებისაგან.

გამომწვევი მიზეზი

ანალური ტკივილის გამომწვევი მიზეზებია:

  1. ანალური სიმსივნე
  2. ანალური ნახეთქი (ანალური ხვრელის კედლის ამომფენი შრის ჩახევა)
  3. ანალური სექსი
  4. ანორექტალური ფისტულა (სწორ ნაწლავსა და ანუსს შორის განვითარებული არხი, ძირითადად იხსნება ანალურ ხვრელთან ახლო მდებარე კანის არეში)
  5. ქრონიკული ყაბზობა
  6. კოქსიდინია ან კოქსიგოდინია (კუდუსუნის ძვლის ტკივილი)
  7. ნაწლავის სიმსივნე
  8. კრონის დაავადება
  9. ფაღარათი
  10. განავლის გამაგრება
  11. ბუასილი (ჰემოროიდები– შეშუპებული, ანთებითი ვენები ანუსსა და სწორ ნაწლავში)
  12. ანუსის ამწევი კუნთების სინდრომი (ანუსის გარშემო კუნთების სპაზმი)
  13. პერიანალური ჰემატომა (სისხლის გროვა პერიანალურ ქსოვილში, ვენის გახეთქვის შედეგად)
  14. პერიანალური აბსცესი (ჩირქი ანუსის გარშემო ქსოვილში)
  15. პროქტალგია (ტკივილი სწორი ნაწლავის კუნთის სპაზმის გამო)
  16. პროქტიტი (სწორი ნაწლავის ანთება)
  17. პერიანალური ქავილი
  18. სწორი ნაწლავის წყლული
  19. თრომბოზული ჰემოროიდი (ბუასილი)
  20. ტრავმა
  21. წყლულოვანი კოლიტი
  22. დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება
  23. სთხოვეთ ვინმეს წაგიყვანოთ საავადმყოფოში დაუყოვნებლივ, თუ:
  24. გაქვთ სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, რომელიც არ წყდება და ახლავს თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა
  25. ანალური ტკივილი, რომელიც ძლიერდება, ვრცელდება და ახლავს სიცხე, შეციება და გამონადენი

როდის მივმართოთ ექიმს

სთხოვეთ ვინმეს წაგიყვანოთ საავადმყოფოში დაუყოვნებლივ, თუ:

  • გაქვთ სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, რომელიც არ წყდება და ახლავს თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა
  • ანალური ტკივილი, რომელიც ძლიერდება, ვრცელდება და ახლავს სიცხე, შეციება და გამონადენი

დაგეგმეთ შეხვედრა ექიმთან

დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ ტკივილი გასტანს რამდენიმე დღეზე მეტს და სახლის პირობებში მკურნალობა უშედეგოა.

ჰემოროიდი, რომელიც მალე ყალიბდება და მტკივნეულია, შესაძლოა დათრომბოზდეს (დაგროვდეს სისხლის კოლტი). თრომბის მოშორება რეკომენდირებულია პირველ 48 საათში, ამიტომ მნიშვნელოვანია დროული ვიზიტი ექიმთან. თრომბოზირებული ჰემოროიდიდან თრომბის სისტემურ ცირკულაციაში მოხვედრა შეუძლებელია, ამიტომ იგი არ იწვევს ინსულტსა და საკავშირებულ გართულებებს, განსხვავებით სხეულის სხვა ნაწილებში წარმოქმნილი თრომბებისგან.

40 წელს გადაცილებულმა მოსახლეობამ აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმს სისხლდენის დროს, რათა გამოირიცხოს იშვიათი, მაგრამ მძიმე დავაადებები, როგორიცაა სწორი ნაწლავის სიმსივნე.

მკურნალობა სახლის პირობებში:

ანალური ტკივილის შემსუბუქებაში რამდენიმე მარტივი რჩევა დაგეხმარებათ:

  • მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული, რთული ნახშირწყლები, ივარჯიშეთ ყოველდღიურად. საჭიროებისამებრ მიიღეთ განავლის გამათხელებლები,რათა თავიდან აიცილოთ ყაბზობა, განვითარდეს ნაკლები დაჭიმვა და შესაბამისად შემცირდეს ტკივილი.
  • თბილი წყლით სავსე აბაზანაში თეძოს დონემდე ყოფნა (დღეში რამდენჯერმე) ამცირებს ჰემოროიდებით გამოწვეულ ტკივილს, ანალური ნახეთქების ტკივილსა და კუნთების სპაზმს.
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემები ბუასილისათვის და ჰიდროკორტიზონის კრემი ანალური ნახეთქისთვის.
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებლები–აცეტამინოფენი, ასპირინი, იბუპროფენი.