თვალების აცრემლება

სიმპტომის აღწერა

ცრემლიანი თვალების (ეპიფორა) დროს აღინიშნება მუდმივი და ჭარბი ცრემლდენა. ცრემლიანი თვალები შეიძლება გამოიწვიოს ცრემლის ჭარბმა პროდუქციამ, თვალების ანთებამ ან ნორმალური რაოდენობის ცრემლის არასრულმა დრენაჟმა.

გამომწვევი მიზეზი

წამლები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ცრემლიანი თვალები:

  • ეპინეფრინი
  • ქიმიოთერაპიის პრეპარატები
  • ქოლინერგული აგონისტები
  • თვალის წვეთები, განსაკუთრებით ექოთიოპათის იოდიდი (ფოსფოლინის იოდიდი) და პილოკარპინი (იზოპტო კარპინი)

თვალების აცრემლება may be caused by several conditions. Any type of inflammation — infections, allergies, a foreign body or other irritants — can result in watery eyes.

საცრემლე არხები არ წარმოქმიან ცრემლებს. ისინი მონაწილეობენ ცრემლების გარეთ გამოტანაში, მსგავსად წყალსარინისა, რომელსაც შტორმის შემდეგ გამოაქვს წვიმის წყალი. ცრემლები ნორმაში დრენირდებიან ცხვირში მასთან ახლოს, ქუთუთოების შიგნითა ნაწილზე არსებული უწვრილესი ნაპრალების (პუნქტები) გავლით. საცრემლე არხის ნებისმიერი მიზეზით ბლოკირებამ შეიძლება გამოიწვიოს ცრემლიანი თვალები.

ჩვილები:
ჩვილებში ცრემლიანი თვალების ყველაზე ხშირი მიზეზი არის ბლოკირებული ან არასრულად ღია საცრემლე არხი. ცრემლები შეიძლება გამოშრეს და ქერქოვანი შესახედაობა მიიღოს, მაგრამ ეს არ არის ინფექციის უტყუარი ნიშანი. რამდენიმე თვეში დაბლოკილ არხთა უმრავლესობა თავისით იხსნება.

ბავშვები
ბავშვებში, ხშირი მიზეზებია:

  1. ალერგია
  2. ვირუსული ინფექციები (ვირუსული კონიუქტივიტი)

ზრდასრულებში
ზრდასრულებს შეიძლება ჰქონდეთ დაბლოკილი საცრემლე არხი. უფრო ხშირად, კუნთები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქუთუთოს შიგნითა ნაწილის ბრტყლად მოთავსებას კაკალზე, დუნდებიან, რაც რიგ შემთხვევებში იწვევს თვალის ზედაპირის გამოშრობას, რომელიც თავის მხრივ იწვევს თვალის გაღიზიანებას და ცრემლიან თვალებს. სხვა შემთხვევებში ცრემლები გროვდება ქვედა ქუთუთოში.

ხშირი მიზეზებია:

  1. ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება)
  2. საცრემლე სადინარის დახშობა
  3. გაციება
  4. მშრალი თვალები
  5. ექტროპია (გარეთ გადმოტრიალებული ქუთუთო)
  6. ქუთუთოების ჩაბრუნება
  7. უცხო სხეული თვალში
  8. ალერგია
  9. საცრემლე არხის ინფექცია
  10. შიგნით ჩაზრდილი წამწამი (ტრიქიაზი)
  11. რქოვანას გაღიზიანება (თვალის წინა ნაწილი)
  12. ვარდისფერი თვალი (კონიუქტივიტი)

ტრაქომაუფრო იშვიათი მიზეზები:

  1. თვალში ჩარტყმა ან სხვა თვალის ტრავმა
  2. ქრონიკული სინუსიტი
  3. თანდაყოლილი ან ადრეული გლაუკომა ჩვილებში
  4. ჩამოკიდებული ქუთუთოს სიმპტომი
  5. სხვა ანთებითი დაავადებები
  6. სხივური თერაპია
  7. რეუმატოიდული ართრიტი
  8. სარკოიდოზი
  9. მეშვიდე ნერვის დამბლა (სახის ნერვის დაზიანება)
  10. შოგრენის სინდრომი (generally causes dry mouth and eyes)
  11. სტივენს-ჯონსონის სინდრომი
  12. ოპერაცია თვალზე ან ცხვირზე
  13. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები
  14. სიმსივნეები, რომლებიც ეხებიან ცრემლის სადრენაჟო სისტემას
  15. ვეგენერის გრანულომატოზი

როდის მივმართოთ ექიმს

ცრემლიანი თვალები შეიძლება თავისით გაქრეს. თუ პრობლემა გამოწვეულია თვალების სიმშრალით ან თვალების გაღიზიანებით, შეიძლება შვება იგრძნოთ დღეში 4-5ჯერ ხელოვნური ცრემლების ჩაწვეთებით ან თვალებზე რამდენიმე წუთით თბილი კომპრესის დადებით. თუ ცრემლიანი თვალები არ გაქრება, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან. საჭიროების შემთხვევაში, მან შეიძლება გადაგამისამართოთ თვალის ექიმთან (ოფთალმოლოგთან)

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ ცრემლიან თვალებს თან ერთვის:

  • გაუარესებული მხედველობა
  • ტკივილი თვალების გარშემო
  • უცხო სხეულის შეგრძნება