თვალების ტკივილი

სიმპტომის აღწერა

თვალების ტკივილის მდებარეობა შეიძლება იყოს როგორც ზედაპირული, აგრეთვე თვალის შიგნითა სტრუქტურების მომცველი. თვალის ზედაპირულმა ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს ქავილის სურვილი და იყოს მწველი ან გამჭოლი. თვალის ზედაპირული მიზეზი შეიძლება იყოს უცხო სხეული, ინფექცია ან ნებისმიერი ფაქტორი რაც გააღიზიანებს და ანთებას გამოიწვევს თვალის მემბრანაზე.

თვალის შიდა სტრუქტურების ტკივილი შეიძლება დახასიათდეს იყოს მფეთქავი ან ჩვეულებრივი. ტკივილის ეს ტიპი შესაძლოა რაიმე მძიმე მდგომარეობასთან იყოს დაკავშირებული

თვალის ძლიერი ტკივილი – განსაკუთრებით თანმხლები ცალმხრივი მხედველობის დაკარგვით შესაძლოა საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას.

გამომწვევი მიზეზი

  • ალერგიები
  • ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება)
  • საცრემლე სადინარის დახშობა
  • ქალაზიონი (ერთგვარი კისტა ქუთუთოზე)
  • საკონტაქტო ლინზებთან დაკავშირებული პრობლემები
  • რქოვანას ცვეთა (თვალის გამჭვირვალე გარსის, რქოვანას ზედაპირული შრეების აქერცვლა)
  • მშრალი თვალები
  • ქუთუთოს ამობრუნება
  • ქუთუთოს ჩაბრუნება
  • უცხო სხეული თვალში
  • გლაუკომა ( დაავადებათა კრებული, რომელიც გამოწვეულია გაზრდილი თვალშიდა წნევით, რაც აზიანებს ნერვს)
  • განმეორებითი, ძლიერი თავის ტკივილი თვალის გარშემო ცალ მხარეს
  • ტრავმა- მაგალითად ბლაგვი ჭრილობა ან დამწვრობა
  • თვალის ფერადი გარსის ანთბა (ირიტი)
  • მხედველობის ნერვის ანთბა
  • ვარდისფერი თვალი (კონიუნქტივიტი) (თვალის თეთრი ნაწილის მფარავი, ქუთუთოს ამყოლი გამჭვირვალე მემბრანის ანთება ან ინფექცია)
  • სკლერიტი (თვალის გარეთა თეთრი გარსის, სკლერის ანთება)
  • ჯიბლიბო (წითელი, მტკივნეული ამობურცულობა ქუთუთოს კიდეზე
  • უვეიტი (თვალის შუა ნაწილისი ანთება)

როდის მივმართოთ ექიმს

დარეკეთ 112 ში და მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება
მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ:

  • თქვენი თვალის თივილი არის არაბუნებრივად ძლიერი
  • თქვენი მხედველობის დონე უცაბედად შეიცვლება ან გართულდება გარჩევადობა
  • შეხებისას ძალიან გტკივათ თვალი
  • თვალის ტკივილს თან ახლავს ღებინება ან ტკივილი მუცლის არეში
  • თქვენი თვალის ტკივილი გამოწვეულია უცხო სხეულით ან რაიმე ქიმიური ნივთიერებით
  • თუ თქვენ ხედავთ რგოლებს შუქის გარშემო
  • თქვენი თვალი გამოიზნიქება
  • თქვენ გიჭირთ თვალების მოძრაობა

თქვენ გტკივათ თვალები და ატარებთ ნაზ საკონტაქტო ლინზებს, გაქვთ დაქვეითებული იმუნური სისტემა ან გიმწვავდებათ ტკივილი 3 დღის განმავლობაში წამლის მიღების შემდეგ.