თვალის სიწითლე

სიმპტომის აღწერა

თვალის სიწითლე ხშირი პრობლემაა, რომელიც შეიძლება აღინიშნოს ერთ ან ორივე თვალზე. სიწითლე გამოწვეულია თვალის ზედაპირზე არსებული სისხლძარღვების გაფართოებით, ძირითადად გაღიზიანების ან ინფექციით გამოწვეული ანთების გამო.

თვალის სიწითლის გამომწვევი ანთება ლოკალიზებულია მემბრანაში, რომელიც ფარავს სკლერას და ამოფენს ქუთუთოს. ამ მემბრანას ეწოდება კონიუქტივა. კონიუქტივას ანთებას კონიუქტივიტი ეწოდება.

გამომწვევი მიზეზი

ტერმინი “ვარდსიფერი თვალი“ ხშირად გამოიყენება თვალის სიწითლის აღსანიშნავად და მოიცავს როგორც ვირუსებით, აგრეთვე ბაქტერიებით გამოწვეულ კონიუქტივიტებს. მას შეიძლება სხვა გამომწვევი მიზეზიც ჰქონდეს, მაგალითად ალერგია.

ვირუსებით გამოწვეული ვარდისფერი თვალის დროს შეიძლება აღინიშნოს გამჭვირვალე გამონადენი ან მცირე რაოდენობით ჩირქოვანი ან ლორწოვანი გამონადენი.

ბაქტერიებით გამოწვეული ვარდისფერი თვალი უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე ზრდასრულებში. ამ დროს შეიძლება შეგხვდეს უფრო ხშირი და სქელი ჩირქოვანი და ლორწოვანი გამონადენი.

  1. ვარდისფერი თვალი (კონიუქტივიტი)

როდის მივმართოთ ექიმს

თვალის სიწითლეს ხანმოკლე, იშვიათი ეპიზოდი არ არის შეშფოთების მიზეზი. გახანგრძლივებული თვალის სიწითლე, განსაკუთრებით თუ მას თან ერთვის თვალის ტკივილი და მხედველობის ცვლილებები, შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს.

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ თვალის სიწითლესთან ერთად აღგენიშნებათ:

  • მხედველობის დაკარგვა
  • მწვავე თავის ტკივილი, თვალის ტკივილი, გულისრევა ან უჩვეულო მგრძნობელობა ნათელი სინათლის მიმართ
  • თვალის გაღების ან დახუჭვისგან თავის შეკავების შეუძლებლობა
  • შეგრძნება, თითქოს რაღაც გაქვთ თვალში

თუ აღგენიშნებათ თვალის სიწითლე, რომელიც არ ქრება რამდენიმე დღის შემდეგ, განსაკუთრებით თუ აგრეთვე გაქვთ თვალიდან უხვი ან მუდმივი ჩირქოვანი ან ლორწოვანი გამონადენი, შეეხმიანეთ ექიმს და დაგეგმეთ ვიზიტი.