უსიამოვნო სუნი ვაგინაში

სიმპტომის აღწერა

საშოს სუნი არის ნებისმიერი სუნი, რომელიც გამოდის საშოდან. საშოში მცირე სუნის არსებობა ნორმაა, მაგრამ ძლიერი სუნი – როგორიცაა “თევზის” სუნი – შეიძლება ნორმა არ იყოს იყოს და მიანიშნებდეს რამე პრობლემებაზე.

საშოში პათოლოგიური სუნი ხშირად დაკავშირებულია სხვა ვაგინალურ ნიშნებსა და სიმპტომებთან, როგორებიცაა ქავილი, წვის შეგრძნება, გაღიზიანება ან გამონადენი.

გამომწვევი მიზეზი

საშოს სუნი შეიძლება იცვლებოდეს მენსტრუალური ციკლის განმავლობაში და შეიძლება განსაკუთრებით შესამჩნევი იყოს სექსის შემდეგ. ნორმალურ ოფლიანობას აგრეთვე შეუძლია სუნი გააჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ მიმზიდველად ჟღერს ოყნის ან ვაგინალური დეოდორანტის გამოღენების იდეა, ამ პროდუქტებს შეუძლიათ გამოიწვიონ გაღიზიანების მომატება და სხვა ვაგინალური სიმპტომები.

ბაქტერიული ვაგინოზო — საშოში ნორმაში არსებული ბაქტერიების ჭარბი ზარდა – არის ყველაზე ხშირი ვაგინალური ინფექცია, რომელიც იწვევს საშოში სუნს. ტრიქომონიაზს – სქესობრივად გადამდები დაავადებას – აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს საშოში სუნი. ქლამიდიური, გონორეული და სოკოვანი ინფექციები როგორც წესი არ იწვევენ საშოში სუნს.

ზოგადად, თუ გაქვთ საშოში სუნი სხვა ვაგინალური სიმპტომების გარეშე, დიდი ალბათობით არ გვაქვს პათოლოგიასთან საქმე.

საშოში სუნის ხშირი მიზეზებია:

  1. ბაქტერიული ვაგინოზო
  2. ცუდი ჰიგიენა
  3. ჩარჩენილი ან დავიწყებული ტამპონი
  4. ტრიქომონიაზი

უფრო იშვიათად, საშოში სუნი შეიძლება გამოიწვიოს:

  1. რეტროვაგინალური ფისტულა (პათოლოგიური ხვრელი საშოსა და სწორ ნაწლავს შორის, რომლის დროსაც განავალი გადმოდის საშოში)
  2. საშვლოსნოს ყელის კიბო
  3. საშოს სიმსივნე

როდის მივმართოთ ექიმს

თუ შეწუხებული ხართ საშოში უცხო ან მუდმივი სუნით, მიაკითხეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ გაქვთ სხვა ნიშნები და სიმპტომები, როგორებიცაა ქავილი, წვის შეგრძნება, გაღიზიანება ან გამონადენი.

ამასობაში, საშოში სუნის შესამცირებლად:

  • დაიბანეთ გარეთა სასქესო ორგანოების არეში. რეგულარული შხაპების ან აბაზანების დროს იხმარეთ მცირე რაოდენობით უარომატო საპონი და დიდი რაოდენობით წყალი.
  • თავი აარიდეთ ოყნის გამოყენებას. ყველა ჯანმრთელ საშოში გვხვდება ბაქტერიები და სოკოები. საშოს მჟავიანობა ნორმაში ხელს უწყობს ამ ბაქტერიების და სოკოების არსებობას. ოყნების გამოყენებას შეუძლია ამ ბალანსის დარღვევა.