წვის შეგრძნება ფეხებში

სიმპტომის აღწერა

წვის შეგრძნება (თითქოს ფეხები იმდენად ცხელია, რომ გტკივათ) შეიძლება იყოს მსუბუქი ან ძლიერი. ზოგჯერ ეს ტკივილი ძილის პრობლემასაც კი ქმნის. გარკვეული დაავადებების დროს, წვის შეგრძნებას თან ახლავს პარესთეზია– ნემსისებრი ჩხვლეტა (თითქოს წვრილი ნემსების შეხებას გრძნობთ ფეხებზე) ან დაბუჟება (შესაძლოა, ორივე).

წვას ასევე აღწერენ როგორც დაბუჟებას ან პარესთეზიას (მგრძნობელობის შეცვლა).

გამომწვევი მიზეზი

წვის შეგრძნება, როცა ის ხანმოკლეა და ხშირად არ ხდება, შესაძლოა უბრალოდ დაღლის ან მარტივი გაღიზიანების, მაგალითად ათლეტის ფეხის (ფეხის მიკოზი) შედეგი იყოს. პროგრესირებადი და ხშირი წვა კი ნერვის დაზიანებას (პერიფერიული ნეიროპათია, შესაძლოა დიაბეტის გამო), ქრონიკულ ალკოჰოლიზმს, ტოქსინებს, B ვიტამინის დეფიციტს ან შიდსის ვირუსს უკავშირდება.

წვის შეგრძნების შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  1. ალკოჰოლიზმი ან ალკოჰოლის ხშირი გამოყენება
  2. ათლეტის ფეხი (მიკოზი)
  3. შარკო–მარი–ტუტის დაავადება (მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხელებისა და ფეხების ნერვებს აზიანებს)
  4. ქიმიოთერაპია
  5. თირკმლის ქრონიკული დაავადება
  6. კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი (ნერვული სისტემის დისფუნქცია)
  7. დიაბეტური ნეიროპათია
  8. აივ/შიდსი
  9. ჰიპოთიროიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია)
  10. ტარსალ ტუნელის (გვირაბის) სინდრომი
  11. ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემია

როდის მივმართოთ ექიმს

თუ წვის შეგრძნება დიდხანს გაგრძელდა, თქვენს ექიმს დასჭირდება გარკვეული კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს რომელი მიზეზითაა გამოწვეული ეს სიმპტომი.

მკურნალობა სახლის პირობებში:

  • დაასვენეთ ფეხები და აწიეთ მაღლა
  • ჩაიცვით მხოლოდ კომფორტული ფეხსაცმელი
  • დაიბანეთ ფეხები გრილი წყლით.