ყნოსვის დაკარგვა

სიმპტომის აღწერა

ყნოსვის დაკარგვა, იგივე ანოსმია შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული, თუმცა ყნოსვის აბსოლუტური დაკარგვა ძალიან იშვიათია. ეს სიმპტომი შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი, გააჩნია მიზეზს.

ყნოსვის დაკარგვა იშვიათადაა მძიმე დაავადების სიმპტომი. მიუხედავად ამისა, საკვების სრული დაგემოვნებისთვის აუცილებელია სუნის ნორმალური აღქმა. ყნოსვის კარგვამ შეიძლება გამოიწვიოს უმადობა, წონის კარგვა, მალნუტრიცია და დეპრესიაც კი.

გამომწვევი მიზეზი

გაციება ხშირი მიზეზია ყნოსვის ნაწილობრივი, დროებითი დაკარგვის. ქრონიკულმა სინუსურმა ინფექციებმა შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიონ ყნოსვის დაკარგვა. სხვა ობსტრუქციებმა ზედა სასუნთქ გზებში, როგორიცაა პოლიპი ასევე შეიძლება გამოიწვიონ ყნოსვის დაკარგვა. სიბერე ხშირი მიზეზია პროგრესიული, სრული და მუდმივი ყნოსვის დაკარგვის.

ცხვირის შიდა შრესთან დაკავშირებული პრობლემები

ანოსმიას იწვევს ხანგამოშვებითი ან მუდმივი გაღიზიანება, დესტრუქცია ლორწოვანი შრეების რომელიც ამოფენს თქვენს ცხვირს შიდა მხრიდან. ამ ტიპის ანოსმიის მიზეზები:

  1. მწვავე სინუსიტი (სინუსის ინფექცია)
  2. გაციება
  3. თივისმიერი ცხელება (ალერგიული რინიტი)
  4. გრიპი
  5. არაალერგიული რინიტი (ცხვირის ქრონიკული დახშობა და ცემინება, რომელიც არ უკავშირდება ალერგიებს)

ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რაც იწვევს ყნოსვის დაკარგვას.

ობსტრუქციები ზედა სასუნთქ გზებში

ანოსმია შესაძლოა გამოწვეული იყოს რაიმეთი, რაც ფიზიკურად ბლოკავს ჰაერის ნაკადს ცხვირში. ეს ობსტრუქციები შეიძლება იყოს

  1. ძვლის დეფორმაცია ცხვირში
  2. ცხვირში პოლიპები
  3. სიმსივნე

თავის ტვინის ან ნერვების დაზიანება

ცხვირში არსებული ლორწოვანი შრე შეიცავს რეცეპტორებს, რომლის საშუალებითაც ყნოსვით სისტემაში არსებული ნერვების გავლით სიგნალი მიდის ტვინამდე, რის შედეგადაც აღვიქვამთ ამა თუ იმ სუნს. ყნოსვითი სისტემის რომელიმე ნაწილის დაზიანების შემთხვევაში შესაზლებელია დავკარგოთ ყნოსვა. ყნოსვის დაკარგვის ამ ტიპის მიზეზები:

  1. დაბერება
  2. ალცჰეიმერის დაავადება
  3. ტვინის ანევრიზმა
  4. ქირურგიული ოპერაცია თვის ტვინში
  5. (სიმსივნური და არასიმსივნური)
  6. კონტაქტი ინსექტიციდებთან ან რაიმე გამხსნელთან
  7. დიაბეტი
  8. ჰანტინგტონის დაავადება
  9. კალმანის სინდრომი (სათესლეებში სპერმის წარმოქმნის ფუნქციის სრული დაქვეითება)
  10. კლაინფელტერის სინდრომი (დაავადება, რომლის დროსაც მამაკაცებს აქვთ დამატებითი X ქრომოსომა თითქმის ყველა უჯრედში)
  11. კორსაკოვის ფსიქოზი (თავის ტვინის დაავადება, რაც თიამინის ნაკლებობითაა გამოწვეული)
  12. მალნუტრიცია
  13. მედიკამენტები (მაგალითად, მაღალი წნევის მარეგულირებელი წამლები)
  14. გაფანტული სკლეროზი
  15. მრავლობითი სისტემური ატროფია (ნერვული სისტემის პროგრესიული დაავადება)
  16. პაჯეტის დაავადება (დაავადება, რაც ზეგავლენას ახდენს ძლვებზე, ზოგჯერ სახის ძვლებზეც)
  17. პარკინსონის დაავადება
  18. პიკის დაავადება (დემენციის ერთ-ერთი ფორმა)
  19. სხივური თერაპია
  20. რინოპლასტიკა
  21. შიზოფრენია
  22. შოგრენის სინდრომი (ანთებითი დაავადება რაც იწვევს თვალების და პირის სიმშრალეს)
  23. თავის ტვინის ტრავმული დაზიანება
  24. თუთიის (ცინკუმის) დაავადება

როდის მივმართოთ ექიმს

გაციებით,ალერგიებით ან სინუსური ინფექციებით გამოწვეული ყნოსვის დაკარგვა თავისით გაივლის რამოდენიმე დღის შემდეგ. თუ ასე არ მოხდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან სიმპტომი შეიძლება გამოწვეული იყოს უფრო სერიოზული დაავადების გამო.

ყნოსვის დაკარგვის მკურნალობა შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ რა არის მისი გამომწვევი მიზეზი. ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ ანტიბიოტიკი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, ან მოგაცილოთ ობსტრუქციები, რომელიც ბლოკავს სასუნთქ გზებს.

ზოგჯერ ანოსმია შეიძლება იყოს მუდმივი. 60 წლის შემდეგ ყნოსვის დაკარგვის რისკი საგრძნობლად იზრდება.