თანდაყოლილი წითურა

24 მაი, 2022
თანდაყოლილი წითურა მაღალ კონტაგიოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც გადაეცემა დედიდან ნაყოფს ორსულობის პერიოდში. ახასიათებს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარება. ყველაზე საშიში პერიოდი წითურით დაინფიცირების ორსულობის

 

1-16-ე კვირაა, ამ დროს ყალიბდება ნაყოფი. ორსულობის პერიოდში ორსულში წითურა შეაძლოა უსიმპტომოდ განვითარდეს, თუმცა ხშირად დამახასიათებელია ტემპრატურის მომატება, ლიმფადენოპათია, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი სხეულზე, სახსრების ტკივილი.

წითურას ვირუსი ნაყოფში და შემდგომ უკვე ახალშობილში იწვევს: ზრდაში ჩამორჩენას, მენინგოენცეფალიტს, კატარაქტას, სხვა სახის რეტინოპათიებს, სმენის დაკარგვას, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს, ჰეპატოსპლენომეგალიას. ვითარდება თრომბოციტოპენია, კანზე მოლურჯო-მოწითალო ფერის დაზიანებები.

დიაგნოსტირება: ორსულებში რუტინულად უნდა განისაზღვროს შრატში წითურას ვირუსის ანტისხეულები. დადებით პასუხად მიიჩნევა შრატში ანტისხეულების 4 -ჯერ და მეტად მომატება. მოწოდებულია ახალშობილებში ჩატარდეს სისხლის საერთო და ცერებროსპინალური სითხის ანალიზი.ოფთალომოლოგიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები.

პრევენცია: წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ორსულობის პერიოდში ვაქცინაცია არ შეიძლება.