ტესტოსტერონის დეფიციტი მამაკაცებში

24 მაი, 2022

   ტესტოსტერონი არის მამაკაცის სასქესო ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს მამაკაცის არა მხოლოდ სასქესო ნიშნების განვითარებაში, არამედ გავლენას ახდენს მის ფიზიკურ განვითარებაზე. მამაკაცში ტესტოსტერონი დიდი რაოდენობით გამომუშავდება ადრეულ ყმაწვილობის ასაკში, 30 წლის შემდეგ თანდათან ხდება მისი შემცირება, რაც არის ნორმალური.

   ტესტოსტერონის დეფიციტი – არის როდესაც ტესოსტერონის წარმოქმნის შემცირება ხდება უფრო მკვეთრად და გამოწვეულია პათოლოგიით.

   ტესტოსტერონის შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს: შაქრიანი დიაბეტი, ინფექცია, სიმსუქნე, მედიკამენტები (ნარკოტიკები, ქიმიოთერაპია).

   სიმპტომები: უძილობა ან ძილის დარღვევა, წონაში მატება – იმატებს ცხიმოვანი ქსოვილი, მცირდება კუნთოვანი მასა, ლიბიდოს დაქვეითება, სექსუალური დისფუნქცია, უნაყოფობა, მოტივაციის დაქვეითება, დეპრესია.