თევზის ცხიმის სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისთვის
თევზის ცხიმი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას, ასევე მცირე რაოდენობით ვიტამინ A და D. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა აუმჯობესებს მეხსიერებას ახალგაზრდა ადამიანებში, თუმცა ასაკოვან ადამიანებში ეს ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით თევზის ცხიმი ხილთან და ბოსტეულთან ერთად ამცირებს ალცჰეიმეირის დაავადების რისკს, ხანგრძლივი მოხმარება ამცირებს ფსიქიატრიული პათოლოგიების რისკს. იცავს ასაკობრივი მხედველობის დაქვეითებისგან. დედები, რომლებიც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში იღებენ ომეგა-3, მათი ბავშვები გონებრივად და ფიზიკურად არიან უკეთ განვითარებული. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა სისხლში ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, პაციენტებს რომლებსაც აქვთ კორონარული სტენტირება გაკეთებული, თუ იღებენ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას აქვთ უფრო ნაკლები რისკი განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის, იმათან შედარებით ვინც არ იღებს თევზის ცხიმს. საკვები, რომელიც მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავით: თევზის ცხიმი, სელი, კანაფის თესლი, კაკალი, კვერცხი, ბოლოკი, ბრიუსელის კომბოსტო, ფოთლოვანი მუქი მწვანე ბოსტნეული.