თირკმლის მარტივი ცისტა

24 მაი, 2022
   თირკმლის მარტივი ცისტა არის მრგვალი, თხელი გარსით დაფარული, სითხით ან აირით სავსე წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება თირკმლის ზედაპირზე ან მის პარენქიმაში – ნეფრონებში. თირკმლის მარტივი ცისტის განვითარების ალბათობა იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. 50 წელს გადაცილებულ ადამიანთა ნახევარზე მეტს აქვს სულ მცირე ერთი თირკმლის ცისტა. უმრავლეს შემთხვევაში ცისტა არის ერთ თირკმელზე, თუმცა შესაძლოა გადავიდეს მეორეზეც. ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა მოხდეს ცისტების რაოდენობის და ზომის ზრდა. თირკმლის ცისტის გამომწვვეი მიზეზი დადგენილი არ არის.

   ჩივილები: ჩვეულებრივ თირკმლის მარტივ ცისტას სიმპტომები არ აქვს, მაგრამ ის შეიძლება გახდეს სიმპტომური და შექმნას ჯანმრთელობის პრობლემა, იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მისი გახეთქვა და გამოიწვია სისხლდენა, ინფიცირება, ან თუ მიაღწია ისეთ ზომას, რომ ზეწოლა მოახდინოს სხვა ორგანოებზე, ამ შემთხვევაში თირკმლის ცისტა ხდება სიმპტომური და ახასიათებს: ტკივილი წელის, მუცლის ან ზურგის არეში, ცხელება, გახშირებული შარდვა, სისხლიანი შარდი.

 

   დიაგნოსტიკა: ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია.

   მკურნალობა: უმრავლეს შემთხვევაში არ საჭიროებს მკურნალობას. საჭიროების შემთხვევაში ხდება ქირურგიული ჩარევა.

http://my.clevelandclinic.org/