,,თითოეული კვლევის უკან თქვენი სიცოცხლე დგას“ – მსოფლიო ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეულს აღნიშნავს

23 აპრ, 2024

„ჯეო ჰოსპიტალსის“ გუნდის ორგანიზებით  ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მეცნიერების საერთაშორისო კვირეული გაიმართა, რომელიც ჰოსპიტალური ქსელის ექიმ-ლაბორანტების  და   საექთნო პერსონალის მონაწილეობით  კლინიკური კონფერენციით ,,ლაბორატორიული მედიცინა და საექთნო საქმე – ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი“ დასრულდა. კონფერენციის   მსვლელობისას  კოლეგებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და  დარგში არსებული სიახლეები გაუზიარეს.         

,,თითოეული თქვენთაგანის პროფესიონალიზმი, გუნდურობა და საქმისადმი დამოკიდებულება ყველა ჩვენთაგანის სიცოცხლის ხაზზე გადის. ეს კმონფერენცია კარგი შესაძლებლობაა რომ ამ სიმბოლურ დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატოთ  მადლიერება  და პატივისცემა იმ დაუღალავი შრომისთვის, რომლის მეშვეობითაც  ვძლიერდებით და კიდევ უფრო მეტ სანდოობას ვიმსახურებთ!“  -აღნიშნა „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ვასაძემ. კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს  პროფესიული დღესასწაული მიულოცა კომპანიის კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ.

,,წლევანდელი ლაბორატორიული კვირეულის ფორმატი განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ  ლაბორატორიული და საექთნო მიმართულების   გუნდი გავერთიანდით და ჩვენი პროფესიული დღე საგანგებო ღონისძიებით აღვნიშნეთ. ამგვარად კოლეგებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობის საშუალება მიეცათ, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის“-განაცხადა “ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის” ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლელა ქა­ფი­ა­ნი­ძემ.

პროფესიული დღე მიულოცა კოლეგებს „ჯეო ჰოსპიტალსის” საექთნო საქმის სამსახურის უფროსმა  ნონა გოშაძემ. მისი თქმით, ექთნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 12 მაისს აღნიშნავს და ყოველ წელს ამ ადამიანებისადმი დამოკიდებულებას სხვადასხავა დევიზით გამოხატავს. „ის, რომ ექთნები მსოფლიოს უკეთესობისკენ ცვლიან, ალბათ საუკეთესოდ ასახავს ამ პროფესიის მნიშვნელობასაც და შინაარსაც!    დიდ მადლობას გიხდით ყველა მონაწილეს გამოხატული ინტერესისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ეს დღე, დიდხანს გამყვება ყოველი თქვენთაგანის სითბო და სიკეთე, რაც დღეს თქვენგან მოდიოდა. მადლობა ამ დღისთვის და ამ ემოციისთვის“, – განაცხადა ნონა გოშაძემ.                                                                                                                                                                                

კონ­ფე­რენ­ცი­ას “ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის” ქსე­ლის მას­შტა­ბით მოქ­მე­დი ექიმ-ლა­ბო­რან­ტე­ბი, საექთნო სამსახურების უფროსები ,  მედდები  და სხვა მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი და­ეს­წრნენ. დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სამადლობელი სიგელები და  სერტიფიკატები.

ლაბორატორიული მეცნიერების საერთაშორისო კვირეული 12-20 აპრილს მიმდინარეობდა. შემაჯამებელი კონფერენციის გარდა, ერთი კვირის განმავლობაში  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ კლინიკებში  შემეცნებითი და სახალისო აქტივობები  გაიმართა.