ტრენინგები სიცოცხლის გადასარჩენად

20 ოქტ, 2025

ჰოსპიტალური ქსელი “ჯეო ჰოსპიტალსი” მუდმივ რეჟიმში აგრძელებს ექთნებისა და ექიმების უწყვეტი განათლების პროგრამებს. ქსელში აქტიურად ტარდება სიცოცხლის გადარჩენის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგები — Basic Life Support (BLS) და Advanced Cardiac Life Support (ACLS), რომლებიც მიზნად ისახავს ექთნებისა და ექიმების გადაუდებელი დახმარების უნარების სრულყოფას.

შემოდგომის ტრენინგების სერიას უძღვებიან უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ტრენერები, “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს კლინიკური დირექტორი კახა გზობავა, კლინიკური მენეჯერი ხათუნა ბარბაქაძე და საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსი ნონა გოშაძე.

20 ოქტომბერს გამართულ სიცოცხლის გადარჩენის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მორიგ ტრენინგს ესწრებოდნენ  “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ქსელში გაერთიანებული სხვადასხვა ქალაქებში მოქმედი კლინიკების ექიმები და ქვეყნის სხვა წამყვანი სამედიცინო ცენტრების ექთნები და ექიმები.

BLS ტრენინგი შეფასებულია 12 სასწავლო კრედიტქულით, ACLS ტრენინგი კი — 18 სასწავლო კრედიტქულით, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ პროფესიული კომპეტენცია უწყვეტი განათლების ეროვნული სისტემის ფარგლებში. პროგრამა მოიცავს: გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) თანამედროვე ალგორითმებს; პედიატრიულ და ზრდასრულ პაციენტთა გადაუდებელ დახმარებას; დეფიბრილაციის, წამლის მენეჯმენტისა და ვენური წვდომის პრაქტიკულ სწავლას; გუნდური მუშაობის ალგორითმებს („Code Blue“).