რა არის გულძმარვა? რა სიმპტომები აქვს მას და როგორ ვუმკურნალოთ?

15 ნოე, 2023

-რა არის გულძმარვა?
გულძმარვა ყველა ზრდასრულ ადამიანს განუცდია, ეს გასტროეზოფაგალური რეფლუქსის ნიშანია, ხოლო მისი ხშირი განმეორება გასტროეზოფაგალურ რეფლექსურ დაავადებაზე მიუთითებს.
გასტროეზოფაგალური რეფლუქს დაავადება საყლაპავისა და კუჭის ფუნქციური დარღვევით ვლინდება,ამ დროს კუჭსა და საყლაპავს შორის არსებული სფინქტერი-რგოლისებრი მომჭერი კუნთი მოსუსტებულია,რაც კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლას განაპირობებს.

– რა სიმპტომები ახასიათებს გასტროეზოფაგალურ რეფლუქს?

ძირითადად-გულძმარვა,გულისრევა,იშვიათად-ღებინება.არ არის გამორიცხული პირწყალი,სწრაფად დანაყრების შეგრძნება, მუცლის შებერვა ეპიგასტრიუმის არეში ცოტაოდენი საკვების მიღების შემდეგ.
გასტროეზოფაგალური რეფლექსი უმეტესად სრულიად უვნებელი მდგომარეობაა,რომელიც გარდა უსიამოვნო შეგრძნებისა არანაირი ზიანის მომტანი არ არის,მაგრამ თუ საქმე გვაქვს მაღალი ხარისხის რეფლუქსთან, რაც კუჭის შიგთავსის საყლაპავის ზედა ნაწილებში გადასვლას გულისხმობს,წარმოიშობა სასუნთქ გზებში კუჭის შიგთავსის გადაცდომის საფრთხე,რამაც შეიძლება სასუნთქი გზების პრობლემები გამოიწვიოს.

-რა გართულებებს იწვევს გასტროეზოფაგალური რეფლუქსი?

გასტროეზოფაგალური რეფლუქსის გართულებად შეიძლება მივიჩნიოთ რეფლუქსეზოფაგიტი-საყლაპავის ანთება,რომელიც საყლაპავში კუჭის მჟავე შიგთავსის გადასვლით არის განპირობებული,საყლაპავის ლორწოვანი გარსი ძირითადად ტუტე სეკრეტს გამოიმუშავებს,ამიტომ მჟავის ზემოქმედების შემთხვევაში ვითარდება მისი ანთება. უკიდურესად მძიმე ვარიანტია ბარეტის ეზოფაგიტი,რომელიც სიმსივნის წინა მდგომარეობად ითვლება.შესაძლოა ასევე ჩამოყალიბდეს საყლაპავის ეროზია,წყლული,რასაც შეიძლება სისხლდენა მოჰყვეს და ამის ფონზე ჩამოყალიბდეს რკინადეფიციტური ანემია.

შესაძლებელია ასევე თავი იჩინოს პარაეზოფაგალურმა სიმპტომებმა:
*ლარინგიტი
*ფარინგიტი
*ხმის ჩახლეჩა
*ანგინა
*ქრონიკული ხველა
*სუნთქვის გაძნელება
*ჰაერის უკმარისობა

-რა უწყობს ხელს რეფლუქსის განვითარებას?
რეფლუქსის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები: ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლი, თამბაქო, გაზიანი სასმელები, კოფეინი, მოჭერილი ტანსაცმელი, ორსულობა, ჭარბი წონა.

-რომელი გამოკვლევით ხდება ზუსტი დიაგნოსტირება?
პაციენტი ზუსტი დიაგნოსტირება ხდება ენდოსკოპიით, ენდოსკოპიას ვერაფრით ვერ ჩავანაცვლებთ, ანთების, წყლულის, ბარეტის ეზოფაგეტის დასადგენად აუცილებელია ენდოსკოპია და ფუნქციური ბიოფსია.
ასევე რეფლუქსის დიაგნოზი უნდა დაისვას საყლაპავის PH-მეტრით და რენტგენოლოგიურადაც ბარიუმით კვლევის გზით.

-როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან გასტოეზოფაგალური რეფლუქს დაავადება?

1. კვების რეჟიმის დაცვა(დღეში 4-ჯერ მცირე ულუფები)
2. ბოლო კვება არაუმეტეს 7 საათისა.
3. რეკომენდებული მაღალი სასთუმალი.(ბალიში)
4. თავისუფალი ტანსაცმელი(არ მოიჭიროთ ქამარი)
5. ერიდეთ სიმძიმეების აწევას
6. ავკრძალოთ თამბაქო და ალკოჰოლი
7. ერიდეთ არასტეროიდების მიღებას

პაციენტს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ რეფლუქსი ქრონიკული მდგომარეობაა. მედიკამენტური მკურნალობით ის რემისიას აღწევს, მისი გასახანგრძლივებლად
კი ცხოვრების წესი უნდა დაიცვას.