ტუბერკულოზის მსოფლიო დღე
ყოველწლიურად 24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება, 1882 წლიდან, როდესაც რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა. ტუბერკულოზის მსოფლიო დღის გლობალური მიზანია დაავადების დროული გამოვლენა, მკურნალობა და განკურნების ხელშეწყობა. საჭიროა დაჩქარდეს ტექნოლოგიური პროგრესი, რათა სრულად აღმოიფხვრას ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობა. მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით გამოუვლენელი რჩება ტუბერკულოზის სამ მილიონამდე შემთხვევა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანების დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას. ყოველწლიურად დაგეგმილი 24 მარტის ღონისძიება მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას საკითხთან დაკავშირებით.