უფასო აქცია დაბა წაღვერში
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია კარდიოლოგის, ქირურგის და ნევროლოგის შემადგენლობით.
ერთდღიანი აქციის ფარგლებში, მოსახლეობის ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. შესაძლებელი გახდა 30-მდე ადამიანის გასინჯვა. გამოვლინდა 15 პაციენტი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პათოლოგიებით. დაიგეგმა დამატებითი კვლევები და კონსულტაციები და განისაზღვრა შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა კვლევისა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის თაობაზე. 4 პაციენტთან გამოიკვეთა ქირურგიული პათოლოგია. პირველადი ჯანდაცვის დონეზე დაიგეგმა ღონისძიებები. მოსახლეობამ გამოთქვა კმაყოფილება სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის.