უფასო აქცია სოფელ ზეინდარში

24 ოქტ, 2018

შპს ჯეო ჰოსპიტალს -ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს. 17 ოქტომბერს ვანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია სოფ. ზეინდარის ამბულატორიაში შუაგორა-ზეინდარის მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ნევროლოგის, პედიატრის, ექოსკოპისტის შემადგენლობით. სპეციალისტების მუშაობა ეფექტური და შედეგიანი გახადა იმ ხელისშემწყობმა გარემოებამ, რომ ვანის სამედიცინო ცენრიდან ჩასული ულტრასონოგრაფიის და ეკგ-ს კაბინეტების ექიმები ადგილზევე ატარებდნენ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს. აქციის შედეგად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 217ადამიანის გასინჯვა. ჩატარდა 93 კვლევა. სპეციალისტების მიერ პაციენტებს დაენიშნათ დამატებითი კვლევები და კონსულტაციები კლინიკაში. ოფთალმოლოგის, მიერ გამოვლენილი იქნა 4 პაციენტი, რომელთაც დაეინიშნათ ოპერაციული მკურნალობა. ექოსკოპიურად გამოვლენილი იქნა კალკულოზური ქოლეცისტიტის 3 და ფიბრომიომის 2 შემთხვევა, რომელთაც გაეწია შესაბამისი კონსულტაცია და რეკომენდაცია. აქციის ფარგლებში მოსახლეობას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ჯეო ბარათის შესახებ, რომელიც გახლავთ უნიკალური პირობებიდან გამომდინარე. მოსახლეობამ გამოიხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.