უფასო სამედიცინო აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაზალეთში
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს.
22 სექტემბერს ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია . კარდიოლოგის,, ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგის, მეან-გინეკოლოგის, ნევროლოგის, შემადგენლობით.
აქციის შედეგად ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 55ადამიანის გასინჯვა. ჩატარდა 50 კვლევა და 90 კონსულტაცია. 2 პაციენტს კარდიოლოგის მიერ დაენიშნა დამატებითი კვლევები,15 პაციენტზე გაიცა დანიშნულება და შემდგომი კონსულტაციები კლინიკაში. ზოგადი ქირურგის, უროლოგის, მეან-გინეკოლოგის მიერ გამოვლენილი იქნა 9 პაციენტი, რომელთაც დაენიშნათ ოპერაციული მკურნალობა.
ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის მოსახლეობამ გამოიხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.