უფასო სამედიცინო აქცია ველისციხის, ახაშენის და ზეგაანის მოსახლეობისთვის

25 სექ, 2018

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს. 25 სექტემბერს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია სოფ. ველისციხის ამბულატორიაში ველისციხის, ახაშენის და ზეგაანის მოსახლეობისთვის  კარდიოლოგის, ონკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის,მეან-გინეკოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის შემადგენლობით. ასევე ადგილზე ჩატარდა ეკგ და ექოსკოპიური კვლევები, მათ შორის კარდიოექოსკოპია.

ერთდღიანი აქციის ფარგლებში გაესინჯა 140 პაციენტი. ჩატარდა 82 კვლევადა 108 კონსულტაცია. დაინიშნა 64 დამატებითი კვლევა/კონსულტაცია გეგმიურ ამბულატორიაში. გამოვლინდა 24 პაციენტი, რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას/ჩარევას.