უფასო სამედიცინო გასინჯვები

03 ივნ, 2019

„კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ და „სხივური მედიცინის ცენტრის“ ორგანიზებით 8 ივნისს, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ზესტაფონის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში დილის 10:00 საათიდან ჩატარდება უფასო კონსულტაციები.

სამედიცინო აქციის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს გინეკოლოგის, მამოლოგის, თავ-კისრის ქირურგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, ონკოლოგის, უროლოგის კონსულტაციები, ჩატარდება ექოსკოპიური და ენდოსკოპიური კვლევები.
აქციის მიზანი მოსახლეობისთვის ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტირებისა და დროული მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლავთ.
უფასო სამედიცინო გასინჯვები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.