უფასო სკრინინგის აქცია ბორჯომში
ბორჯომში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შპს„ჯეოჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე , ეროვნული სკრინინგ ცენტრის მობილურ ჯგუფებთან ერთად , ძუძუს უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა.
ეროვნული სკრინინგ ცეტრის მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი მამომობილი ბორჯომს ერთი დღით ეწვია. აქციის ფარგლებში მოსახლეობისთვის ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგის, პარალელურად „ჯეოჰოსპიტალს“-ის სამედიცინო ცენტრში კიბოს კომპონენტის 4 მიმიმართულებით სხვადასხვა ტიპის კვლევები უფასოდ ჩატარდა.
„ჯეოჰოსპიტალს“-ის მაღალკვალიფიციური გუნდი ,უსაფრთხო გარემოში სრულ სერვის ახორციელებს , სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი მათ შესაძლებლობა ეძლევათ ხელმისაწვდომი გახდეს ისეთი სამედიცინო სერვისები , რომლისთვისაც მათ დედაქალაქში ჩასვლა უწევთ. ეროვნულ სკრინინგთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად კი მოსახლეობას, ადგილზე , მაღალტექნოლოგიური აპარატურით უფასო გამოკვლევების ჩატარების საშუალება ეძლევათ“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.თავის მხრივ,სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ყურადღება , კერძო ბიზნესთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.მისი თქმით, ასეთი ჩართულობა და აქტივობა ,კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს,რადგან ურთიერთანამშრომლობის შედეგად , კოვიდ-19-ის პირობებშიც კი უსაფრთხო გარემოში მოსახლეობას სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების მიღება ეუძლიათ.
„ჯეოჰოსპიტალს“-ის გუნდი აქტიურად არის ჩართული სკრინინგ ცენტრის აქციაში , რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.