უფასო სკრინინგის აქცია ჭიათურაში

01 ოქტ, 2020

1 ოქტომბერს -,,ჯეო ჰოსპიტალსის“ და სკრინინგის ეროვნული ცენტრის ერთობლივი აქციის ფარგლებში მოსახლეობისთვის ძუძუს უფასო სკრინინგი ჩატარდა.

,,ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელთან თანამშრომლობით ეროვნული სკრინინგის ცენტრი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს სკრინინგის უფასო აქციას.

მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი მამომობილით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო პერსონალმა ჭიათურაში მოსახლეობას ძუძუს კიბოს სკრინინგის კომპონენტში, კვლევის შედეგად გამოვლენილი ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება გაუწია. პარალელურ რეჟიმში ჭიათურის “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე მოსახლეობას, ასევე, საშუალება მიეცათ საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევებით ესარგებლათ. ყველა კვლევა უფასო აქციის ფარგლებში განხორციელდა.

ძუძუს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის ჩატარდა, რიგ შემთხვევაში ბენეფიციარებს ადგილზევე ჰქონდათ საშუალება მიეღოთ მამოლოგის, ექოსკოპის, ციტოლოგიური და ბიოფსიის კვლევები.
საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევებით რეგიონში 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებმა ისარგებლეს.

,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში და მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს უფასო აქციებს. ოქტომბრის თვეში ქსელის მასშტაბით უფასო სკრინინგის აქცია ზესტაფონში, მარნეულში და დუშეთშიც იგეგმება.

სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე.