უნაყოფობა მამაკაცებში
მამაკაცებში უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს სპერმის წარმოქნის შემცირება, ფუნქციის დარღვევა ან მისი განვითარების შეფერხება. მამაკაცებში უნაყოფობის რისკ-ფაქტორებია:
- დაავადებები: ვარიკოცელე, ინფექცია (ეპიდიდიმიტი, ორქიტი), სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი დაავადება, მათ შორის გონორეა და აივ ინფექცია – შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეები, სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია.
- ჰორმონალური დისბალანსი – ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის ან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
- ტრავმა: შარდის ბუშტის, პროსტატის ან ურეთრის ქირურგია.
- საწარმოო: ზოგიერთი ინდუსტრიული ქიმიკატი, რადიაცია ან რენტგენის სხივები.
- სათესლე ჯირკვლების გადახურება (მაგალითად: საუნა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხეულთან ახლოს მდებარე ლეპტოპთან მუშაობა).
- მედიკამენტები: ანაერობული სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება, კოკაინი ან მარიხუანა.
- ცხოვრების სტილი: ჭარბი ალკოჰოლი, თამბაქო, ემოციური სტრესი, სიმსუქნე.