USAID-ის და ჯეო ჰოსპიტალსის თანამშრომლობის შედეგად საქართველოში პირველად საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების/სპეციალიზაციის პროგრამები შეიქმნა
21 სექტემბერს მარნეულში ჯეოჰოსპიტალსსა და USAID -ის ერთობლივი საგრანტო პროექტის ფარგლებში ,,მრგვალი მაგიდის“ ფორმატში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა . ღონისძიების მთავარი მიზანი, მარნეულის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო კოლეჯების წარმომადგენლებისთვის, ჯეოჰოსპიტალსის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბებულ სასწავლო ცენტრთან დაკავშირებული მორიგი სიახლის გაცნობა იყო. მრგვალი მაგიდის ფარგლებში ჯეოჰოსპიტალსის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის პროექტის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად შექმნილი ექთანთა დიპლომისშემდგომი განათლების/სპეციალიზაციის საგანმანათლებლო ცენტრის სასწავლო პროგრამა წარუდგინა. პრეზენტაციაზე, პროექტის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დაინტერესებულ მხარეებს და პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ჯეო ჰოსპიტალსის მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად ექთანთა დიპლომისშემდგომი განათლების / სპეციალიზაციის საგანმანათლებლო ცენტრი ამოქმედდა. საგანმანათლებლო ცენტრის ამოქმედების მიზნით პოლონეთის კრაკოვის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში პირველად საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების/სპეციალიზაციის პროგრამები შემუშავდა, საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების/სპეციალიზაციის ცენტრი შეიქმნა და ექთან-ტრენერთა გუნდი მომზადდა. საყურადღებოა, რომ პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანულ ენაზე სასწავლო მასალები მომზადდა. ნათია ნოღაიდელი: ,,საექთნო სპეციალიზაციის პროგრამების დანერგვა ხელს შეუწყობს ევროპული სტანდარტის საექთნო პერსონალის მომზადებას ქვემო ქართლის რეგიონში, რაც მათი ღირსეული დასაქმებისა და პროფესიული ზრდის საწინდარია. ამავდროულად, პროექტი ორიენტირებულია რეგიონში ქალთა გაძლიერების მიმართულებით, განსაკუთრებით ახალგაზრდა საექთნო პერსონალზე. სასწავლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე მულაჟებით და სასწავლო პროცესისთვის საჭირო ციფრული ტექნიკით.