უშვილობა მამაკაცებში
“მამაკაცებისთვის უშვილობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოშიც, აქტუალური პრობლემაა. დღეს, საქართველოში წყვილების 19-25% უნაყოფოა. ეს ნიშნავს რომ ხშირი, დაუცველი სქესობრივი კავშირების შედეგად 1 წლის ან მეტის განმავლობაში ვერ მოხერხდა ჩასახვა. მიზეზი უმთავრესად, არასრულფასოვანი სპერმაა, რა იწვევს სპერმატოზოიდების გამომუშავების დარღვევას?
გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ზოგიერთ დაავადებას, მაგალითად ვარიკოცელეს. ვარიკოცელე არის სათესლე ჯირკვლის ვენების გაფართოება. ინფექცია იწვევს სპერმის წარმოქმნის დარღვევას ან ხარისხის დაქვეითებას. კრიპტორქიზმი – სათესლე პარკში ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალია, სპერმის სადინრების დეფექტები-მილები, რომლებსაც გადააქვთ სპერმა, შესაძლოა დაზიანდეს ავადმყოფობის ან ტრავმის შედეგად. აგრეთვე მამაკაცში უშვილობის სხვა შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს თამბაქოს ჭარბი მოწევა, ნარკოტიკების მიღება, ჭარბი წონა , ემოციური სტრესი.”