ვანის ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო ცენტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო

16 აგვ, 2021

ვანის ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო ცენტრი  კორონავირუსის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო. 16 აგვისტოდან, მთელი კვირის განმავლობაში მოქალაქეებს ადგილზე რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ აიცრან ,,სინოვაკის“ ,,სინოფარმის“ და ,,პფაიზერის“ ვაქცინით. მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ადგილზე რეგისტრაციის და ცოცხალი რიგების ეფექტური რეგულაციის მიზნით, სხვადასხვა ტიპის ვაქცინა სხვადასხვა დღეებში გაკეთდება.

,,შესაბამისი არჩევანის თანახმად მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცხადნენ კვირის იმ კონკრეტულ დღეებში როცა მათთვის სასურველი ვაქცინით ვაწარმოებთ აცრას,    სამშაბათი და პარასკევი -,,სინოვაკი“,  ,,სინოფარმის“ დღეა , კვირის სხვა დღეებში მოსახლეობის პფაიზერით აცრას შევძლებთ, სრული მზადყოფნაა და მოსახლეობას მოვუწოდებთ ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში .“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა   მაკა ზარნაძემ.

16 აგვისტოდან ,ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი , კვირა -,,პფაიზერის“ ვაქცინით განხორციელდება აცრები, სამშაბათი და პარასკევი -,,სინოვაკისა“და  ,,სინოფარმით“ .

,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონული ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 12 სამედიცინო დაწესებულებით არის ჩართული, რომლებშიც 16 იმუნიზაციის კაბინეტია მობილიზებული; მათში იმუნიზაციის მომსახურებას აწარმოებს 24 სამედიცინო გუნდი.  „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო დაწესებულებებში ყველა პირობაა იმუნიზაციის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისათვის: ვაქცინაციის კაბინეტები მოწყობილია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით, თითოეული პაციენტის წინასწარ შემოწმებას და ზედამხედველობას ახორციელებენ კვალიფიციური ექიმები.ქსელის მასშტაბით აცრები წარმოებს სინოფარმის, სინოვაკისა და ასტრაზენეკას ვაქცინებით.