ვირუსული ჰეპატიტების გავრცელება და მისი გართულებებით გამოწვეული სიკვდილიანობა
ახალი კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ მკვეთრადაა გაზრდილი ვირუსული ჰეპატიტების გავრცელება და მისი გართულებებით გამოწვეული სიკვდილიანობა. 1990 წლიდან 2013 წლამდე მსოფლიო მასშტაბით ვირუსული ჰეპატიტების გავრცელება გაიზარდა 63% -ით. 1990 წელს მსოფლიო მასშტაბით 890,000 პირი იყო დაინფიცირებული, ხოლო 2013 წლის მონაცემებით 1,45 მილიონზე მეტი.