წარმატებით ჩატარებული მშობიარობა მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ სამედიცინო ცენტრში

10 აგვ, 2015

6 ივლისს მარნეულის სამშობიარო-ამბულატორიულ ცენტრში ნაადრევი მშობიარობის შედეგად გაჩნდა მდედრობითი სქესის ახალშობილი, რომელიც იწონიდა 800 გრამს. ახალშობილი გადაყვანილ იქნა ამავე კლინიკის ახალშობილთა რეანიმაციაში, ინტენსიური თერაპიისა და პათოლოგიის განყოფილებაში. მეანებისა და ახალშობილთა რეანიმატოლოგების ძალისხმევით დღეისათვის დედისა და ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალშობილი ყოველდღიურად იმატებს წონაში და ამჟამად უკვე მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან.

ახალშობილს ,,ჯეო-ჰოსპიტალს’’- ი უსურვებს ჯანმრთელობას!