წარმატებული ოპერაცია სამტრედიის სამედიცინო ცენტრში

24 იან, 2018

22 იანვარს სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში დასავლეთ საქართველოში პირველად იშვიათი ოპერაციული ჩარევა განხორციელდა.  ჩატარდა მხრის სახსრის ენდოპროტეზირება. ოპერაციას უძღვებოდა ტრავმატოლოგი გიორგი ფუტკარაძე და სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის  ექიმი ლევან ჩოგოვაძე, ანესთეზიოლოგი კობა ქაჯაია და მედდები ლია შენგელია და რიმა წულაია. განხორციელდა მარჯვენა მხრის სახსრის ერთპოლუსიანი ენდოპროტეზირება. ოპერაცია ჩაუტარდა 74 წლის მამაკაცს, რომელმაც მიიღო  საყოფაცხოვრებო ტრავმა. დიაგნოზი მარჯვენა მხრის ძვლის თავის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა შეცილებით, პაციენტის მდგომარეობა დღეისათვის დამაკმაყოფილებელია. 

 მადლობას მოვახსენებთ სამტრედიის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო გუნდს!