წარმატებული რეკონსტრუქციული ოპერაცია ბორჯომის სამედიცინო ცენტრში
შპს ,, ჯეო ჰოსპიტალს”-ის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში 62 წლის ქალბატონი მოთავსდა 15.01.2019 ნაღვლის სადინარის დახშობის დიაგნოზით. ანამნეზში აღენიშნებოდა სხვადასხვა კლინიკებში ჩატარებული რამდენიმე უშედეგო ოპერაცია: წელიწადნახევრის წინ პაციენტს ჩაუტარდა ქოლეცისტექტომია, რომლის შემდეგაც განუვითარდა ნაღვლის სადინარის დახშობა და გაუკეთდა ნაღვლის სადინარის ანასტომოზი წვრილ ნაწლავთან, მაგრამ ოპერაციის შემდეგ განვითარდა ანასტომოზის უკმარისობა, შემდეგ კი სტენოზი და ბოლოს გაუკეთდა ღვიძლში და სანაღვლე სადინარების სუბკუტანური დრენირება, რომლითაც პაციენტი იმყოფებოდა ბოლო ერთი წლის მანძილზე.
პაციენტმა ბორჯომის სამედიცინო ცენტრს მიმართა გეგმიური ოპერაციისთვის და ჩაუტარდა წარმატებული რეკონსტრუქციული ოპერაცია: ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა სადინარის ანასტომოზი წვრილ ნაწლავთან. ოპერაციას უძღვებოდა ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მალხაზ გოგატიშვილი, ასისტენტი ნინო კურტანიძე, ანესთეზიოლოგი ნუნუ თოდრია, საოპერაციო ექთანი ვენერა კიკნაძე, ანესთეზიის ექთანი დარეჯან უთმელიძე. პაციენტი კლინიკიდან გაეწერა მეექვსე დღეს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით. პაციენტი ამჟამად იმყოფება ბინაზე და თავს კარგად გრძნობს.