წარმატებული თრომბოლიზისი ,,ჯეო ჰოსპიტალსის ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში“
წარმატებული თრომბოლიზისის შედეგად 78 წლის ქალბატონი, რომელიც ,,ჯეო ჰოსპიტალსის ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში, თავის ტვინის ინფარქტით მოთავსდა თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა .
კლინიკაში დანერგილი დიაგნოსტირების, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებისა და წამყვანი ნევროლოგების ნონა ჭელიძისა და დავით ნათენაძის ჩატარებული თრომბოლიზის შედეგად, 78 წლის ქალბატონის მდგომარეობა მანიპულაციის პროცესშივე გამოსწორდა. პაციენტი სახლშია და თავს კარგად გრძნობს.
პაციენტი, რომელიც ჯეო ჰოსპიტალსის ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ გამოხატული სხვადასხვა ნევროლოგიური ჩივილებით შეიყვანეს ,დათრგუნული ჰქონდა გონება, აღინიშნებოდა სახის ასიმეტრია, უმოძრაობა და მგრძნობელობის დაქვეითება მარცხენა კიდურებში. ნევროლოგიური შეფასებისთანავე გადაუდებლად ჩაუტარდა ლაბორატორიული და მაღალი რეზოლუციის რადიოლოგიური კვლევები. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა NIHSS 15 ქულით, (მარცხნივ სახის კუნთების სრული დამბლა და მარცხენამხრივი ჰემიპლეგია. ჩატარებულ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჰემორაგია გამოირიცხა, ASPECT სკალით – 10 ქულა).
თავის ტვინის ინფარქტის (იშემიური ინსულტის)დიაგნოზის დადგენის შემდეგ, 14:55 სთ-ზე პაციენტთან დაიწყო თრომბოლიზისის პროცედურა პრეპარატით აქტილიზე შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით. თრომბოლიზისის პროცესშივე პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ნაწილობრივ გამოსწორდა ნევროლოგიური სიმპტომები (NIHSS- 8ქულა). 15:55სთ-ზე პაციენტს აქტილაზას ინფუზიის დამთავრებისთანავე გამოეხატა ალერგიული რეაქცია. 24სთ-ის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა (NIHSS-7ქულა). პაციენტი გაეწერა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, მისი ნევროლოგიური სტატუსი შეფასდა NIHSS-5ქულა, დარჩა მხოლოდ მსუბუქი ჰემიპარეზი.
მორიგი წარმატებული თრომბოლიზისი ჩვენი პროფესიონალთა გუნდის მიერ განხორციელდა, იცნობდეთ მათ, ვინც თქვენს ჯანმრთელობაზე 24/7 ზრუნავ.
ნევროლოგები: ნონა ჭელიძე , დავით ნათენაძე,გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი: ქეთევან ჭრელაშვილი;