წინაგულთაშუა-ძგიდის დეფექტი ბავშვებში
გულის თანდაყოლილი მანკებიდან წინაგულთაშუა-ძგიდის დეფექტი ბავშვებში გვხვდება 6 დან-10% ში. ახასიათებს წინაგულებს შორის ძგიდეში არსებული ხვრელის არასრული დახურვა ( წინაგულთაშუა ძგიდის ხვრელი რჩება ღია) რაც ზოგჯერ იწვევს ჰემოდინამიკური მაჩვენებლების დარღვევას და ვითარდება პულმონური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.
ძირითადად დეფექტის დახურვა ხდება სპონტანურად 1 წლამდე ასაკში, თუმცა შესაძლებელია დეფექტი ზომაში შემცირდეს და ღია დარჩეს. პაციენტის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები დამოკიდებულია დეფექტის ზომაზე.
წინაგულთაშუა-ძგიდის დეფექტისთვის დამახასიათებელია: სუნთქვის გაძნელება ვარჯიშის, ფიზიკური დატვირთვის დროს, ადვილად დაღლა, სხვადასხვა სახის არითმიების განვითარება, გულის ფრიალის შეგრძნება. ზოგჯერ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
დიაგნოსტიკა: მოიცავს დეტალურ ფიზიკალურ გასინჯვას, ანამნეზის შეკრებას, გულმკერდის რენტგენოლოგიურ კვლევას, ელექტროკარდიოგრამას, ექოკარდიოგრაფიას.
მკურნალობა: 3-8 მმ ზომის დეფექტის შემთხვევაში პაციენტების 80%-ში ძგიდის დახურვა ხდება სპონტანურად 1 წლამდე ასაკში. დიდი ზომის დეფექტის დროს, როდესაც ირღვევა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები დეფექტი იხურება ქირურგიული გზით 2-6 წლის ასაკში. ზოგ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკარდიტის პროფილაქტიკა.