წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების პრევენცია
წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების პრევენცია მოიცავს 50 წლის ზევით ასაკის ყველა მამაკაცში PSA (პროსტატის სპეციფიური ანტიგენის) განსაზღვრას. ასევე რეკომენდებულია:
- საკვებ რაციონში ცხოველური ცხიმის შემცირება, რაც ზრდის წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.
- მოწოდებულია მცენარეულ ცხიმზე დამზადებული საკვების მიღება.
- საკვებ რაციონში აუცილებელია გაიზარდოს ხილის და ბოსტნეულის რაოდენობა, რომლებიც ჭარბად შეიცავენ ვიტამინებს და მინერალებს და ამცირებენ წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.
- რეკომენდებულია საკვებ რაციონში თევზის ხშირად ჩართვა – ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს, რომლებიც ასევე ამცირებენ წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.
- რეკომენდებულია რეგულარული ფიზიკური აქტივობა, წონაში კლება. მამაკაცებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსი არის 30კგ/მ2 და მეტი, იზრდება წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი.