წყალი და ბავშვები
აკონტროლეთ ბავშვებში დღის განმავლობაში მიღებული სითხის ოდენობა. ზაფხულის ცხელ დღეებში გადახურებული ორგანიზმიდან წყალი იოლად ორთქლდება თუ ბავშვი დაკარგულ სითხეს ვერ აინაზღაურებს, ირევა მინერალების ბალანსი, რაც შემდგომ მოქმედებს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. სითხის მარაგის შესავსებად სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ბავშვმა ზაფხულის პერიოდში უფრო მეტი წყალი უნდა დალიოს, ვიდრე სხვა სეზონზე.