წყლულოვანი კოლიტი
წყლულოვანი კოლიტი ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს წყლულების წარმოქმნა ნაწლავის ლორწოვან ზედაპირზე. ყველაზე ხშირად ზიანდება სწორი და მსხვილი ნაწლავი.
სიმპტომებია: დიარეა, მუცლის ტკივილი, სწორის ნაწლავის არეში ტკივილი, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, წონაში კლება, სისუსტე, ტემპერატურის მატება.
წყლულოვანი კოლიტის რისკ ფაქტორებია: 30 წლამდე ასაკი, თეთრკანიანებში უფო ფართოდაა გავრცელებული ვიდრე შავკანიანებში.
გართულებებია: ნაწლავის პერფორაცია, ძლიერი სისხლდენა, დეჰიდრატაცია, ოსტეოპოროზი, ტოქსიური მეგაკოლონი, იზრდება ნაწლავის სიმსივნის განვითრების რისკი.
დიაგნოსტირება ხორციელდება: დეტალური ანამნეზის შეკრებით, სისხლის და განავლის ანალიზის ჩატარება, კოლონოსკოპიით, სიგმოიდოსკოპიით, მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით.