ყბაყურა

24 მაი, 2022

ყბაყურა- ძირითადად ავადობენ ბავშვები 3-15 წლის ასაკში – მწვავე ინფექციური დაავადებაა, გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ვირუსი ჰემატოგენური (სისხლის) გზით ხვდება სანერწყვე ჯირკვლებში,განსაკუთრებით ყბაყურა ჯირკვლებში და იწვევს ანთებას -პაროტიტს. ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 2-3 კვირის განმავლობაში დაავადება იწყება სხეულის ტემპერატურის მომატებით 38-39 გრადუსამდე, ჯირკვლების შესიებით. მტკივნეულია სანერწყვე ჯირკვლები სახის ცალ ან ორივე მხარეს, აღინიშნება ტკივილი ყლაპვისას ან ღეჭვისას. აგრეთვე აღინიშნება თავის ტკივილი, ზოგადი სისუტე და უმადობა. შემთხვევათა უმეტესობაში, დაავადების მიმდინარეობა კეთილთვისებიანია. იშვიათად შეიძლება გართულდეს მენინგიტით ან მენინგოენცეფალიტით, პანკრეატიტით, ვაჟებში და მამაკაცებში – ორქიტით.

ყბაყურას მოხდის შემდეგ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე უვითარდება იმუნიტეტი და აღარ ავადდება ამ ინფექციით.