ყოველდღე 1 კვერცხის მიღება ამცირებს ინსულტის რისკს 12%-ით
მეტა-ანალიზმა აჩვენა რომ, საკვებ რაციონში შემავალ ქოლესტეროლს არ აქვს კავშირი კარდიოვასკულარულ დაავადებებთან და არ ზრდის ინფარქტის და ინსულტის რისკს. კვლევის მიხედვით, ყოველდღე 1 კვერცხის მიღება არ ზრდის კორონარული დაავადების რისკს, არამედ პირიქით, შესაძლოა დადასტურდეს, რომ ამცირებს ინსულტის რისკს 12%-ით. კვერცხი არის ცილით მდიდარი საკვები პროდუქტი, შეიცავს ცილებს, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას, ასევე ანტიოქსიდანტებს, რომელიც ამცირებენ ანთებას, ასევე მდიდარია E,D და A ვიტამინით.