ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი არის მენტალური დარღვევა ბავშვებში, რომელსაც ახასიათებს ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა – უყურადღებობა, გაფანტულობა, საკუთარი ქცევების გაკონტროლების დარღვევა, ფიზიკური მოუსვენრობა, აგრესიულობა, სკოლაში დაბალი აკადემიური მოსწრება.
აღნიშნული პათოლოგია აზიანებს სასკოლო ასაკის ბავშვების 10 %, ბიჭებში გვხვდება 3-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე გოგონებში.
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვებში მაღალია რისკი ზრდასრულ ასაკში დეპრესიის, ხასიათის ცვალებადობის, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, კრიმინალიზმის განვითარების.