ყურის დაგუბება

24 მაი, 2022

ყურის დაგუბებას შუა ყურის სტრუქტურებზე (მაგ.: დაფის აპკი) წნევითი ზეწოლა იწვევს, როდესაც წნევა შუა ყურში და ყურის გარეთ, გარემოში ბალანსირებული არ არის. ყურის დაგუბება შესაძლოა იგრძნოთ თვითმფრინავის აფრენისას ან პირიქით, დაფრენისას. სიმაღლის ასეთი სწრაფი ცვლილება წნევით სხვაობას იწვევს, შედეგად გიგუბდებათ ყური.

ყურის დაგუბებას ასევე უწოდებენ ყურის ბაროტრავმას, შუა ყურის ბაროტიტს ან შუა ყურის აეროტიტს.

ძირითადად, დაგუბება მარტივი მეთოდებით გაივლის, როგორიცაა დამთქნარება, ნერწყვის გადაყლაპვა ან საღეჭი რეზინის გამოყენება. ყურის დაგუბების მძიმე შემთხვევებს კი ექიმის ჩარევა ესაჭიროება.

ყურის ,,დაგუბება” ტრანსპორტში

სიმპტომები და ნიშნები:

  • საშუალო სიმძიმის დისკომფორტი ან ტკივილი ყურში
  • ავსების, მასის შეგრძნება ყურში
  • სმენის უნარის მსუბუქი დაქვეითება

თუ დაგუბება მძიმეა და რამდენიმე საათზე მეტს გასტანს, შესაძლოა გქონდეთ:

  • ძლიერი ტკივილი
  • წნევის შეგრძნება ყურში
  • საშუალო ან მძიმე სმენითი დარღვევა
  • ხმაური, შრიალი ყურში
  • ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
  • ვერტიგოს გამო ღებინება
  • სისხლდენა ყურიდან

როდის მივმართოთ ექიმს:

ძირითადად, ყურის დაგუბების მკურნალობას თავადაც შეძლებთ. თუ დისკომფორტი ან სმენის დაქვეითება რამდენიმე საათზე მეტს გასტანს ან გაქვთ უფრო მძიმე სიმპტომები, დაუკვაშირდით ექიმს.