ზესტაფონის იმუნიზაციის ცენტრში აცრის პროცესს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესს. ამ ეტაპზე გადამზადებულ მედიკოსთა 35 ჯგუფი, სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს აცრებს. იმერეთის რეგიონში ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ჩართულობით მოქმედებს ორი მასშტაბური ცენტრი და რამდენიმე ათეული იმუნიზაციის კაბინეტი, სადაც მოსახლეობას სასურველი ვაქცინით , დაურეგისტრირებლად შეუძლიათ აიცრან.
,,იმუნიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზესტაფონში, მეორე საჯარო სკოლაში, ვაქცინაციის ცენტრში მიმდინარე აცრების პროცესის გაცნობისას აღნიშნა.
იმუნიზაციის მიმდინარეობის პროცესი, პრემიერს ზესტაფონის “ჯეო ჰოსპიტალსის” ამბულატორიული ცენტრის მენეჯერმა ლია ებანოიძემ გააცნო, რომლის თქმითაც ვაქცინაციის ცენტრში დღეში 350-ზე მეტი ადამიანი იცრება. ,,ცენტრი 23 აგვისტოდან ფუნქციონირებს და დღემდე 2848 ადამიანია აცრილი. ცენტრში აცრა შეუძლიათ როგორც ვაქცინაციაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ცენტრს თვითდინებით მიმართავენ“-აღნიშნა ლია ებანოიძემ .
აღსანიშნავია, რომ ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელი, პანდემიის დაწყებისთანავე მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვას, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 10 კლინიკაში. ასევე ცართულია იმუნიზაციის მასშტაბურ კამპანიაში.
ვაქცინაციის ცენტრში ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდნენ.
https://imedinews.ge/ge/covid19/216403/irakli-garibashvili-atsra-aris-ertaderti-gamosavali-imistvis-rom-chveni-moqalaqeebi-davitsvat-shemdgomi-gartulebebisgan?fbclid=IwAR1y5NfV_FJWTtfkdkrwlGCYB_vmZXOrT4Hf3sKoPmKjp4DmHO5ZygX16Cs