ზესტაფონის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ქირურგის მიერ გადარჩენილ იქნა 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი

15 ივნ, 2015
გუნდური მუშაობა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმი არის ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის მთავარი ძლიერი მხარე.სწორედ გუნდური მუშაობის და პაციენტზე ზრუნვის შედეგია 7 ივნისის წარმატებული ოპერაცია ზესტაფონში.7 ივნისს ზესტაფონის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ორი ახალგაზრდა მამაკაცი იქნა შეყვანილი მძიმე ჭრილობებით, განსაკუთრებით ერთი მათგანი გულის არეში.ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა ბატონმა გურამ ალხაზიშვილმა ჩაატარა საკმაოდ რთული კარდიოლოგიური ოპერაცია, რის შედეგადაც 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცს შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ მადლობას უხდის ბატონ გურამს და მის გუნდს წარმატებულად ჩატარებული ურთულესი ოპერაციისათვის:როსტომ შველიძეს,თამარ გოცაძეს,ლელა ცუცქირიძეს,ირინა წერეთელს,თამარ ახრახაძეს,ეკა გუნიავას,მარი ხუციშვილს,ნესტან მდინარაძეს,სოფიო გამრეკელაშვილს,მონიკა შელიას. ადგილობრივმა თვითმართველობამ ბატონი გურამ ალხაზიშვილი გამორჩეული პროფესიული საქმიანობისათვის სიგელით დააჯილდოვა.