ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 20 აგვისტოდან კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მიღებას შეძლებს

20 აგვ, 2021

ჯეო ჰოსპიტალსისრეგიონული ქსელი კიდევ ერთი ჰოსპიტალით  ერთვება კოვიდპანდემიის მართვაში.  ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო   ცენტრი 20  აგვისტოდან კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მიღებას  შეძლებს.

კლინიკა   აღჭურვილია COVID19-ით დაავადებული პაციენტების მართვისთვის საჭირო ყველა დიაგნოსტიკური საშუალებით, საკუთარი ჟანგბადის ქარხნით.

,,არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და დამატებითი რესურსების მაქსიმალური მობილიზების შედეგად ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულებით ერთვება კორონა ვირუსის მართვის პროცესში. პარალელურად მოვახერხეთ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში კოვივინფიცირებული პაციენტებისთვის დამატებით, საწოლფონდის გაზრდა.   ამ ურთულესმა ორმა  წელმა აშკარად დაგვანახა, რომ კერძო კლინიკების აქტიურად ჩართულობამ და დამატებითი რესურსების მობილიზებამმათ შორის როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით, უფრო ეფექტური გახადა  პროცესის მართვა“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა,რომლის თქმითაც დღეს საქართველოს მასშტაბით  5 რეგიონში  განხორციელებული ინფრასრუქტურული სამუშაოების შედეგად, კლინიკებში განახლდა სავენტილაციო სისტემა, საპალატე, კრიტიკული/რეანიმაციული და გადაუდებელი დახმარების ერთეულები. რაც , COVID–19-ის და სხვადახვა ტიპის ინფექციების  კონტროლის სისტემის მიმართ განსაზღვრულ   მოთხოვნებს ითვალისწინებს. მისივე თქმით, დროულად განხორციელებულმა ინვესტიციებმა არსებულ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირების და ჩართულობის შესაძლებლობა მისცა გუნდს.

,,კოვიდ პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პარალელურად, აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა სამედიცინო სერვისების მიწოდებაში და კვლავ ვინარჩუნებთ იმ გადაუდებელ მიღებას, რომელიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია, კლინიკა ჰიბრიდული სტატუსით გააგძელებს მომსახურებას, რადგან  , ბენეფიციარებს  არ შეეზღუდოს , წვდომა  რეგიონში   სხვა საჭირო სამედიცინო სერვისებზე“-აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა გიორგი კუხიანიძემ. ამ ეტაპზე კლინიკაში უკვე მოეწყო  სივრცეები COVID–19-ის შესაძლო და დადასტურებული შემთხვევების იზოლირებული მიღება/განთავსებისათვის.,  

,,ჯეოჰოსპიტალსირომელიც სამედიცინო დაწესებულებათა ერთერთი დიდი რეგიონული ქსელია საქართველოში, COVID–19-ის მართვის პროცესში, პირველივე  ეტაპზე ჩაერთო.  ამ დროისთვის ქსელის მასშტაბით კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაცია და მართვა მცხეთის, მარნეულის, გურჯაანის, საგარეჯოს , ბორჯომის , ვანის , დუშეთის, ჭიათურის, სამტრედიის  და უკვე ზესტაფონის სამედიცინო ცენტრშია შესაძლებელი.

 კომპანიამ სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად რამდენიმე ასეული  საწოლფონდის მობილიზება შეძლო.

პარალელურ რეჟიმში კომპანიმ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათეული იმუნიზაციის კაბინეტიც აამოქმედა, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა წარმოების ვაქცინით აცრები.

ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში კი წახალისების მიზნით,  ორჯერადად აცრილი მოქალაქეები, ლაბორატორიულ და   მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე  30 %-ანი  ფასდაკლებით ისარგებლებენ.