ზესტაფონში ,, ჯეო ჰოსპიტალს“-ის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამოქმედდა
23 აგვისტოს კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის ფარგლებში ჯეო ჰოსპიტალსის ზესტაფონის ამბულატორიულმა ცენტრმა, ქალაქში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა, სადაც მოსახლეობას ერთდროულად 5 საექიმო გუნდი ემსახურება.
მსურველებისთვის ხელმისაწვდომია პფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკის ვაქცინები. ადგილზე გახსნილია ვირტუალური კაბინეტებიც, რომლის მეშვეობით მოქალაქეების ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.
24 აგვისტოდან დამატებით, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ველისციხის იმუნიზაციის კაბინეტიც ამოქმედდება, რომელიც მომსახურებას მიაწვდის სინოვაკი/სინოფარმის ვაქცინით, კვირაში ორი დღე -(სამშაბათი/ხუთშაბათი) 10:00-დან 18:00-მდე.
ვაქცინაციის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში ამ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის ვაქცინით აცრები ერთდროულად ქსელის ფარგლებში მოქმედ 14 სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს, რომელშიც 31 ბრიგადაა ჩართული.
ვაქცინაციის ხელშემწყობი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალს“-მა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ტიპის კვლევებზე სპეციალური მომსახურების ფარგლებში ,,სამოტივაციო პაკეტები“ დააწესა.