ზესტაფონში უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა
პროფესიული უნარჩვევების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2021 წლის 24-25 მარტს ქ. ზესტაფონში “ჯეო ჰოსპიტალს”-ის ზესტაფონის და ჭიათურის სამედიცინო დაწესებულებების ექიმებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა.
კოლეგებს პროფესიული გამოცდილება და სიახლეები გაუზიარეს სხვადასხვა კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა. სწავლების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლის ძირითადი პრინციპები,ძუძუთი კვება, მეტაბოლური დარღვევების სკრინინგი, ახალშობილთა რეანიმაცია სამშობიარო ბლოკში, ახალშობილთა ჰიპერბილირუბინემია, ჰიპოგლიკემია ჰიპოთერმია – ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა, მართვა.
საწავლო პროგრამა – “ჯანმრთელი დროული ახალშობილისა და უხშირესი პათოლოგიების მართვა სამშობიარო სახლში” ჩატარდა “ჯეო ჰოსპიტალსის” სასწავლო ცენტრის ორგანიზებით. ტრენინგზე მომხსენებლების სტატუსით მონაწილეობდნენ ნეონატალური მიმართულების ხელმძღვანელი რუსუდან უშვერიძე, ახალშობილთა ინტენსიური მოვლის მიმართულების ხელმძღვანელი მარინე ქარუმაშვილი. პროგრამა აკრედიტებულია და ყველა რეგისტრირებულ ექიმს მიენიჭა 18 კრედიტ-ქულა.
შპს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სასწავლო ცენტრი ქსელის პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ჩატარებას მომავალშიც გააგრძელებს და წლის ბოლომდე ქსელის ფარგლებში სხვადასხვა სერვისებში დასაქმებული ექიმები და ექთნები გადამზადდებიან.
განათლების პროგრამის ფარგლებში , მომხსენებლის სტატუსით მოწვეული იყვნენ ქსელის წამყვანი სპეციალისტები : რუსუდან უშვერიძე, ნეონატალური მიმართულების ხელმძღვანელი მარინე ქარუმაშვილი, ახალშობილთა ინტენსიური მოვლის მიმართულების ხელმძღვანელი სამიზნე აუდიტორია: ნეონატოლოგები, პედიატრები, ბავშვთა კრიტიკული მედიცინის.
სპეციალისტებიაღნიშნული პროგრამები მომზადებულია მაღალი სანდოობის წყაროების მიხედვით და აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია.