ზიკა ვირუსის 4 მილიონი შემთხვევაა უკვე დაფიქსირებული
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად ზიკა ვირუსის 4 მილიონი შემთხვევაა უკვე დაფიქსირებული. ზიკა ვირუსი მოსკიტების საშუალებით ვრცელდება. გავრცელებულია ამერიკის ორივე კონტინენტზე და აფრიკაში. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ზიკა ვირუსი იწვევს ნაყოფის მიკროცეფალიას. ბრაზილიაში 2015 წელს ახალშობილებში მიკროცეფალიის 4000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.