ზურაბ ქიტოშვილი: ,, ჯეო ჰოსპიტალსი“ საქართველოს მასშტაბით მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მობილიზებაში ერთვება“
ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისთვის და კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებზე იმსჯელეს, პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ქვეყნის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველოს მასშტაბით დიდ ქალაქებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მაქსიმალურად დროულად მობილიზების საკითხები განიხილეს.
,,ჯეო ჰოსპიტალს“ის რეგიონული ქსელი, რომელიც მაქსიმალურად არის ჩართული კოვიდ პანდემიის მართვისა და ვაქცინაციის პროცესში, ახალ ეტაპზე გადადის და მასშტაბური აცრების დაჩქარების მიზნით, ამბულატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებში დამატებით შექმნის იმუნიზაციის კაბინეტებს“-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა, რომლის თქმითაც შეხვედრაზე მხარეებმა ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ პრემიერს სრული ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადები, ცნობილია, რომ ორ კვირაში ქვეყანაში ვაქცინის მილიონი დოზა შემოვა და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა.
მთავრობის მეთაურმა კლინიკების დირექტორებს, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებები გააცნო, რომლის მიხედვითაც 1-ლი ივლისიდან გადაადგილების შეზღუდვა უქმდება და დღეიდან, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
პრემიერის ინიციატივით გამართულ შეხვედრას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.