მენჯ-ბარძაყის დისპლაზია

დაავადების აღწერა

მენჯ-ბარძაყის დისპლაზია არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მენჯის ფოსოს, რომელიც არასრულად ფარავს ბარძაყის ძვლივს ბურთს. ეს იწვევს მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას. ადამიანთა უმეტესობას მენჯ-ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს.

ექიმები თქვენს ბავშვს შეამოწმებენ მენჯ-ბარძაყის დისპლაზიაზე დაბადებისთანავე და შემდეგომ ვიზიტებზე. თუ მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრე მოხდება, პრობლემის გამოსწორება შესაძლებელია.

თუ მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზი ორი წლის ასაკში დაისმება, შეიძლება საჭირო გახდეს ოპერაცია ძვლების თავის ადგილას დასაბრუნებლად, რათა სახსარმა თავისუფლად იმოძრავოს.

მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის მსუბუქი ფორმები შეიძლება არ გამოვლინდეს თინეიჯერობის ან ზრდასრულობის ასაკამდე. მენჯ-ბარძაყის დისპლაზიამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრის ამომფენი ხრტილის დაზიანება. მან აგრეთვე შეიძლება დააზიანოს რბილი ხრტილი (ბაგე), რომელიც მოთავსებულია ტაბუხის ბუდეში. ამას ეწოდება ბარძაყის ბაგის გაგლეჯვა.

გამომწვევი მიზეზი

დაბადებისას, მენჯ-ბარძაყის სახსარი შედგება ხრტილისგან, რომელიც დროთა განმავლობაში გარდაიქმნება ძვლად. ბურთი და ფოსო ზუსტად უნდა მოერგონ ერთმანეთს. თუ ბურთი ზუსტად არ ზის ფოსოში, ფოსო ბურთს ბოლომდე ვერ შემოსაზღვრავს.

ორსულობის ბოლო თვეში, საშვილოსნოშ ადგილის შემჭიდროვების გამო ბარძაყის თავი შეიძლება ამოვარდეს თავის ადგილიდან, რაც გამოიწვევს მის ზედაპირულ მდებარეობას ფოსოში. საშვილოსნოში ადგილის შემჭიდროვების მიზეზებია:

  • პირველი ორსულობა
  • დიდი ზომის ნაყოფი
  • ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა

სიმპტომები

ნიშნები და სიმპტომები განსხვავებულია ასაკის მიხედვით. ჩვილებში შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ერთი ფეხი მეორეზე გრძელია. ბავშვის სიარულის დაწყებასთან ერთად შეიძლება კოჭლობა განვითარდეს. პამპერის გამოცვლის დროს ერთი ბარძაყი შეიძლება მეორეზე მოძრავი იყოს.

თინეიჯერებში და ზრდასრულებში მენჯ-ბარძაყის დიზპლაზიას შეუძლია მტკივნეული გართულებების, მაგალითად ოსტეოართრიტის და ბარძაყის ბაგის გაგლეჯვის გამოწვევა. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობასთან დაკავშირებული საზარდულის ტკივილი. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ბარძაყის მერყეობის გრძნობა გქონდეთ.